ამ კონტრაქტის წყალობით, ბუდაპეშტური კლუბი წელიწადში ბიუჯეტის გაზრდას 50 მილიონ ევრომდე შეძლებს.
ამ ეტაპზე "გაზპრომი" სერბული "ცრვენა ზვეზდას" სპონსორიც გახლავთ. ბუნებრივი აირის უმსხვილესი მწარმოებელი "შალკესა" და UEFA-ს ერთ-ერთი დამფინანსებელიც გახლდათ, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, კონტრაქტები შეწყდა.
უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ამბის გავრცელების შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ "გაზპრომი" ევროკავშირის დასანქცირებულთა სიაში არ არის, ამიტომ რაც მეტი მსხვილი საერთაშორისო კომპანია
ვიქტორ ორბანის მთავრობამ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკური და სპორტული ურთიერთობების შენარჩუნება სურს. აპრილის შუა რიცხვებში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ თქვა, რომ სპორტი და პოლიტიკა უნდა იყოს "მკაფიოდ გამიჯნული" და რომ რუს სპორტსმენებს პარიზის ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლება უნდა მიეცეთ.
"ფერენცვაროშში" მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. უნგრული პრესა ახალი სპონსორის გამოცხადებას რამდენიმე კვირაში ელის.
ამ სეზონში "ფერენცვაროშმა", რომელიც უნგრეთის ყველაზე წარმატებული საფეხბურთო კლუბია, ზედიზედ მეექვსედ მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი, ეს 35-ედ გააკეთა და რეკორდი დაამყარა.
გუნდი ამ სეზონში კონფერენს ლიგის ჯგუფიდან მოხვდა, მაგრამ მეოთხედფინალში პირეოსის "ოლიმპიაკოსმა" გამოაგდო.
ეგრე აწყობს ევროპას და ამიტომ მოსულა? ძაღლიშვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლიშვილიაო?
მე თუ ივანიშვილოვი არ მომწონს, ეს არ ნიშნავს, რომ სააკიანის თაყვანისმცემელი ვარ.
კრემლებოტების ბოტოფერმასაც Газпром-ი აფინანსებს.
მშიერი ჰიენა რომ არ იყო, 15 მანეთიან კრემლებოტობას არ დაიწყებდი.
თან მაგრად გეტყობა ავლაბრული აქცენტი - ისეთ შეცდომებს უშვებ. მაგალითად, სიტყვა "გიენა" აქ უკვე მეასედ დაწერე.
ჩამორჩენილო კრემლებოტებო! პუტინი სად ინახავს მოპარულ მილიარდებს? Сбербанк-ში? На рублёвом счету? რუსეთი 70 წელია გარე კონტროლის ქვეშ იმყოფება. Рашкастан уже 70 лет находится под внешним управлением.