იტალიური გამოცემები წერდნენ, რომ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს გუნდის ჩაბარება ანტონიო კონტესთვის სურდა, თუმცა დიდხნიანი მოლაპარაკებების შემდეგ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
La Repubblica-ს ცნობით, კინოპროდიუსერი "მილანის" მთავარ მწვრთნელს სტეფანო პიოლის გაესაუბრა და შეხვედრა პოზიტიურად წარიმართა. მოგეხსენებათ, "როსონერი" პიოლის გათავისუფლების ამბავს მალე ოფიციალურად გამოაცხადებს.
Radio Kiss Kiss Napoli-ს დირექტორის, ვალტერ დე მაჯოს ცნობით, დე ლაურენტისმა ერთ-ერთ მწვრთნელთან შეთანხმებას უკვე მიაღწია და ამის შესახებ გულშემატკივრებს 29 მაისს აცნობებს.
"ნაპოლის" ახალი
"პარტენოპეის" ქომაგები ვარაუდობენ, რომ ეს სპეციალისტი ან სტეფანო პიოლი (მილანი), ან ვინჩენცო იტალიანო (ფიორენტინა) იქნება, რადგან გადაწყვეტილია, რომ ორივე მწვრთნელი ზაფხულში გათავისუფლდებიან.
La Repubblica: "ნაპოლი" მალე პიოლის კონტრაქტს გაუფორმებს
"ის საუკეთესო მწვრთნელია და "ნაპოლი" უნდა ჩაიბაროს" - კასანოს რჩევა დე ლაურენტისს
რატომ დაჩორდი სპალეტის? 1 მლნ ხელფასის გაზრდა დაგენანა?
ორმოცდაათჯერ მეტი ხომ უკვე დაკარგე) და ბოლო არ უჩანს შენს ზარალს!