![](https://sportall.ge/pictures/image5/1b4f2cc14aaacb9f638f4182d00da209.jpg)
85 წლის ასაკში ლეგენდარული მწვრთნელი ლუის სესარ მენოტი გარდაიცვალა, - ამის შესახებ არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია იტყობინება.
მენოტის ხელმძღვანელობით, არგენტინის ნაკრები 1978 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
მენოტი თავდამსხმელი იყო. თამაშობდა "როსარიო სენტრალში", "რასინგში", "ბოკა ხუნიორსში", "ნიუ-იორკ ჯენერალზში", "სანტოსსა" და "ჟუვენტუდში"; სათავეში ედგა "ოლდ ბოიზს", "ურაკანს", არგენტინის ნაკრებს, "პენიაროლს", "ბოკა ხუნიორსს", "ატლეტიკოს", "რივერ პლეიტს", მექსიკის ნაკრებს, "ინდეპენდენტეს", "სამპდორიას", "როსარიო სენტრალს", "პუებლას" და "ესტუდინტესს".
![ლეგენდარული მენოტი გარდაიცვალა - მან თბილისის "დინამოს" ევროპის უძლიერესი გუნდი უწოდა Sportall.Ge](/pictures/artimages/original/0fc2429c21194928648d50f22990c12f.jpg)
1982/83-ის სეზონში "ბარსელონამ" მისი ხელმძღვანელობით ესპანეთის თასი, სუპერთასი და ლიგის თასი მოიგო.
1981 წელს მან განაცხადა, რომ თასების თასის
მფლობელი ევროპის უძლიერესი გუნდი თბილისის "დინამო" გახდებოდა.