"ტიუკავინი "არსენალში" გადასვლის კანდიდატია" - რუსეთის ნაკრების მწვრთნელი

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ნიკოლაი პისარევმა მოსკოვის "დინამოს" თავდამსხმელის, კონსტანტინ ტიუკავინის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ახალგაზრდა ფორვარდს ლონდონის "არსენალში" თამაში შეუძლია.

"ტიუკავინი "არსენალში" გადასვლის კანდიდატია. მისი ხასიათი კარგად ვიცი და კონსტანტინი ძალიან შრომისმოყვარე ფეხბურთელია, კარის ხაზთან გადაწყვეტილებებს ძალიან სწრაფად იღებს და თავდამსხმელისთვის საჭირო გოლის გატანის ალღო აქვს", - განაცხადა ტიუკავინმა Match TV-სთან ინტერვიუში.

21 წლის ტიუკავინი მოსკოვის "დინამოს" აღზრდილია, მიმდინარე სეზონში ამ გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 35 მატჩი ჩაატარა, თავი კი 16 გატანილი გოლითა და 9 შედეგიანი პასით
გამოიჩინა. Transfermarkt-ის მიხედვით, ტიუკავინის ფასი 12 მილიონი ევროა. თავდამსხმელს მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულში ეწურება.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ტულის არსენალზეა ალბათ საუბარი
შაკო
21:01 15-05-2024
0
ეს ყველაფერი ხვიჩას დამსახურებაა და რუსებს თუ ნამუსი აქვთ კი არ უნდა იბლატაონ აი ჩვენც მივდივართ ევროპაშიო არამედ კვარაცხელიას ფაქტორი და უდიდესი დამსახურება ყოველთვის ხაზგასმით უნდა აღნიშნონ. მანამდე არავის არ აინტერესებდა რუსეთიდან ფეხბურთელები შანსი არ ქონდათ არავის არ ყიდულობდნენ. ხვიჩა, ვისი გაშვებაც არ უნდოდათ და რაც უფრო ადრე გაუშვებდნენ მით უფრო უკეთესი იქნებოდა მაგათთვის
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული