ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო ესპოზიტომ Areanapoli-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი "ლივერპულის" მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს დაუკავშირდა.
"აურელიო დე ლაურენტისი იურგენ კლოპს დაუკავშირდა და "ნაპოლის" გაწვრთნა შესთავაზა, კლოპი ერთი წლით სამწვრთნელო საქმიანობიდან დისტანცირებას აპირებს, თუმცა ვნახოთ, რა მოხდება", - განაცხადა ესპოზიტომ.
შეგახსენებთ, კლოპი სეზონის დასრულების შემდეგ "ლივერპულს" დატოვებს, გერმანელს კი, დიდი ალბათობით, "ფეიენოორდის" თავკაცი არნე სლოტი შეცვლის.
სულ ცოტაც და ყველაფერი გაოფიციალურდება - დე ლაურენტისი ახალ მწვრთნელს 29 მაისს წარადგენს
https://www.liverpool.com/liverpool-fc-news/features/jurgen-klopp-earns-liverpool-germany-28522600