"ტიუკავინი "ატლეტიკოში"?" - "მარკას" რედაქტორი ინფორმაციამ გააოცა

AutoSharing Option
რუსული მედიის ცნობით, მოსკოვის "დინამოს" თავდამსხმელ კონსტანტინ ტიუკავინის სამსახურით "არსენალი" და "ატლეტიკო" არიან დაინტერესებული. ამ ამბავმა "მარკას" რედაქტორი ხუან კასტრო გააკვირვა და კომენტარი გააკეთა:

"ჩვენ აქ მსგავსი არაფერი არ გაგვიგია. ესპანეთში ასეთი ინფორმაცია არ გავრცელებულა".

21 წლის ტიუკავინმა მიმდინარე სეზონში 36 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა, "დინამო" კი მას 20 მილიონ ევროდ აფასებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ნიჭიერი ბიჭია,ტიუკავინი,მაგრამ ატლეტიკო და არსენალი მეცოტავება.მიკვირს რუსულმა მედიამ,პირდაპირ რეალში რატომ არ გაუშვა.
სოსო
00:38 16-05-2024
3
წარმატებებს ვუსურვებ
პროგრესული ქართველი
16:39 16-05-2024
1

სიახლეები პოპულარული