წყაროს ცნობით, მოტამ მის ამჟამინდელ კლუბს "ბოლონიას" უკვე აცნობა, რომ "ბიანკონერის" ჩაბარება სურს.
ახალგაზრდა სპეციალისტი "იუვენტუსთან" მალე 3 წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
შეგახსენებთ, მოტას გაწვრთნილი "ბოლონია" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 68 ქულით მესამე ადგილს იკავებს და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა ოფიციალურად განაღდებული აქვს.