"არსენალში" არასდროს ვითამაშებ, მათ ტიტულების მოგება არ აინტერესებთ" - "ლიონის" ფორვარდმა "მეთოფეები" დაიწუნა

AutoSharing Option
"ლიონის" 21 წლის ფორვარდმა გიფტ ორბანმა რამდენიმე თვის წინ საოცნებო გუნდის შესახებ ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ მაშინ ნიგერიელი "გენტის" რიგებში თამაშობდა. ორბანის თქმით, "არსენალში" ტრანსფერს არასდროს დათანხმდება, რადგან "მეთოფეებს" ტიტულების მოგების ამბიციები არ გააჩნიათ.

აი, რას ამბობდა ორბანი "ლიონში" გადასვლამდე.

"მინდა ერთ დღეს ტოპ ლიგაში ვითამშო. ცხოვრებაში უმაღლესი მიზნები უნდა დაისახო. ვინ იტყვის უარს მაღალ ანაზღაურებაზე? თუმცა საუდის არაბეთში სათამაშოდ, ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ. მინდა ფეხბურთით ვისიამოვნო. ვითამაშო სტადიონზე, სადაც მხოლოდ სამი გულშემატკივარი იქნება, ეს საჩემო არ არის.

ვოცნებობ, რომ პრემიერლიგაში
ვითამაშო, მაგალითად "მანჩესტერ იუნაიტედში", "მანჩესტერ სიტიში", ან "ლივერპულში". "არსენალი"? ეს კლუბი არ მომწონს. მათ ტიტულების მოგება არ აინტერესებთ", - განაცხადა ორბანმა.

გიფტ ორბანი "ლიონს" "გენტიდან" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 12 მილიონ ევროდ შეუერთდა და ფრანგულ კლუბთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მიმდინარე სეზონში ნიგერიელმა 16 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ნუ გასაგებია ლუზერებში არ უნდა წასვლა,მაგრამ ვინ ჩემი ფეხებია ან რა უთამაშია ასეთი თუნდაც ევერტონი დაიწუნოს?!დოღლიგა მეცხვარეების ჩემპიონატს მაინც სჯობია,ეს ისე
ავლიპ ზურაბიშვილი
27 მაისი 2024 09:55
0
ღადაობ ძმა რა დოღლიგა....
ავჭალიდან
26 მაისი 2024 17:33
1
ეს ბიჭი ვიქტორასი რა არის?)
დავით 67
26 მაისი 2024 16:43
1
მართალია, ზოგადად დოღლიგაში მხოლოდ ფული, ე. ი. დიდი ხელფასები აინტერესებთ და არა ტიტულები, იტალიელების, ესპანელების ან გერმანელების მსგავსად! თუ არ გჯერად ნელ-ნელა დარწმუნდებით…
ლაშა
26 მაისი 2024 14:11
5
ვიცი ჯერ ბავში ხარ 14 წლის მაგრამ მაინც დავწერ. სერხიო რამოსი ალონსო რონალდუ მოდრიჩი პიკე მასკერანო და ასე შემდეგ ჯერ ინგლიში თამაშობდნენ და მერე დიდი ფულად რეალში გადავიდნენ. რეალში რო ფული არ ტრიალებდეს იმ სამარცხვინო გუნდში არავინ არ გადავა ეს ერთი. მეოორე ახლა უკვე ყველაფერი შეიცვალა ინგლისის ეკონომიკა კიც იტალიას და კიც ესპანეთს გადაუსწრო თავისთავად ფეხბურთელები მიდიან იქ სადაც ბევრს იხდიან. აბა ქართველისავით მონა არავინაა 1 მილიონათ რო ირბინოს 5 წელი. მერე გწყინთ რატომ გვექცევიან და არაფრათ გვაგდებენო. იმიტომ რომ შენ შენ თავს არაფრად აგდებ და სხვა რას გიზამს.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
26 მაისი 2024 15:45
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული