"არსენალში" არასდროს ვითამაშებ, მათ ტიტულების მოგება არ აინტერესებთ" - "ლიონის" ფორვარდმა "მეთოფეები" დაიწუნა

AutoSharing Option
"ლიონის" 21 წლის ფორვარდმა გიფტ ორბანმა რამდენიმე თვის წინ საოცნებო გუნდის შესახებ ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ მაშინ ნიგერიელი "გენტის" რიგებში თამაშობდა. ორბანის თქმით, "არსენალში" ტრანსფერს არასდროს დათანხმდება, რადგან "მეთოფეებს" ტიტულების მოგების ამბიციები არ გააჩნიათ.

აი, რას ამბობდა ორბანი "ლიონში" გადასვლამდე.

"მინდა ერთ დღეს ტოპ ლიგაში ვითამშო. ცხოვრებაში უმაღლესი მიზნები უნდა დაისახო. ვინ იტყვის უარს მაღალ ანაზღაურებაზე? თუმცა საუდის არაბეთში სათამაშოდ, ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ. მინდა ფეხბურთით ვისიამოვნო. ვითამაშო სტადიონზე, სადაც მხოლოდ სამი გულშემატკივარი იქნება, ეს საჩემო არ არის.

ვოცნებობ, რომ პრემიერლიგაში
ვითამაშო, მაგალითად "მანჩესტერ იუნაიტედში", "მანჩესტერ სიტიში", ან "ლივერპულში". "არსენალი"? ეს კლუბი არ მომწონს. მათ ტიტულების მოგება არ აინტერესებთ", - განაცხადა ორბანმა.

გიფტ ორბანი "ლიონს" "გენტიდან" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 12 მილიონ ევროდ შეუერთდა და ფრანგულ კლუბთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მიმდინარე სეზონში ნიგერიელმა 16 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ნუ გასაგებია ლუზერებში არ უნდა წასვლა,მაგრამ ვინ ჩემი ფეხებია ან რა უთამაშია ასეთი თუნდაც ევერტონი დაიწუნოს?!დოღლიგა მეცხვარეების ჩემპიონატს მაინც სჯობია,ეს ისე
ავლიპ ზურაბიშვილი
09:55 27-05-2024
0
ღადაობ ძმა რა დოღლიგა....
ავჭალიდან
17:33 26-05-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული