მერეტი: "ნაპოლის" ფანები დი ლორენცოს უსამართლოდ მოექცნენ

AutoSharing Option
გუშინ, სერია A-ს ბოლო ტურში, "ნაპოლისა" და "ლეჩეს" მატჩის (0:0) შემდეგ "პარტენოპეის" ფანებმა გუნდის კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოს დაუსტვინეს.

"ნაპოლის" მეკარის, ალექს მერეტის თქმით, ჯოვანი ფანებისგან ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებდა.

"ცუდი სეზონი ჩავატარეთ, "ლეჩესთან" გარისკვა ვერ მოვახერხეთ, რაც შედეგზე აისახა. მომენტების დასრულება გვიჭირს. ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, თუმცა შემდეგ სეზონში უფრო ძლიერები უნდა დავბრუნდეთ.

ფანების ობსტრუქცია დი ლორენცოზე? არ მომეწონა, ჯოვანი ამას არ იმსახურებდა. უმჯობესი იქნებოდა, თუ მთელ გუნდს დაგვისტვენდნენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის საჩემპიონო გუნდის კაპიტანი იყო. ჯოვანი დიდებული
ადამიანი და ფეხბურთელია.

ჩემი მომავალი? აქ თავს მშვენივრად ვგრძნობ. სპორტულ დირექტორსა და ჩემს აგენტს შორის შეხვედრა გაიმართება, სადაც ყველაფერი გადაწყდება", - განაცხადა მერეტმა.

შეგახსენებთ, "ნაპოლიმ" ჩემპიონატში მე-10 ადგილი დაიკავა და ევროტურნირებს მიღმა დარჩა.

alt"ნაპოლიმ" "ლეჩე" ვერ დაამარცხა - "პარტენოპეი" ევროტურნირების მიღმა დარჩა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
დი ლორენცოს კი არა კარუზოს უსტვენდნენ ნეაპოლელები, კარგად ვერ მღერისო, არადა ნეაპოლელი იყო და ძალიან უყვარდა მშობლიური ქალაქი. პარადოქსი კიდევ ისაა რომ ლეჩესთან თამაშში ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება სწორედ დი ლორენცომ მიიღო 8.1. ძალიან არაობიექტური და შტერი გულშემატკივრები ჰყავს ნაპოლის, უფრო ფანებზე ვამბობ. როდესაც რამის ან ვინმეს ფანი ხარ უკვე იდიოტი ხარ. გამგები გაიგებს თუ რას ვგულისხმობ
დავით 67
28 მაისი 2024 03:22
0
სწორადაც დაუსტვინეს.კი საჩემპიონო სეზონში მაგარი იყო მაგრამ წელს სწორედ მისი შწცდომების წყალობით დარჩნენ ევროთასების გარეშე.უსუსტესი იყო დაცვაში და შეტევაშიც ვერაცერი ქნა.თითქოს სირბილო ეზარებოდა
შახრუდინი
27 მაისი 2024 14:09
15
ჩვენი ძმებია. ასე არ ვიცით, თუ ვინმე იმარჯვებს ეგრევე ცამდე აგვყავს და თუ ერთი ფეხი დაუცდა, ეგრევე მიწასთან ვასწორებთ, მიუხედავად მისი წარსული მიღწევებისა.
კნოპსი
27 მაისი 2024 14:08
4
როცა ვკარგავთ მერე ვაფასებთ. როგორ მახსოვს პატარა ბავშვი ვიყავი სტადიონზე არველაძეს რო აგინებდა ხალხი ერთ ხმაში. მაშინ გადავწყვიტე ფეხბურთელობა რო არ მინდოდა ზუსტად :))) მერე დაანება თავი და ყველამ დააფასა, მოუბოდიში, მაგრამ იმ მომენტში ალბათ შოთიმ 10 წლის სიცოცხლე დაკარგა. ეგეთები ვართ რა
Gia
27 მაისი 2024 20:47
4
ძალიან სწორედაც დაუსტვინეს დილორენცოს-დაცვაში აბსოლუტური ნულია-უამრავი შეცდომა და გაშვებული გოლები მისი მიზეზით ამ სეზონში. წინა სეზონში წინ კარდაგ თამაშით აკომპენსირებდა, ამ სეზონში წინაც ვერაფერი გამოუვიდა
თვითონ მერეტი საშუალოზე დაბალი კლასის მეკარეა-რომელიც რთულ ბურთებს ვერ იღებს კი არადა არამედ საერთოდ "კარგავს" ხოლმე კარს და ერთი კუთხისკენ უფრო არის გადაწეული და კარის ნახევარზე მეტს დაუცველს ტოვებს-ამ სეზონში ბევრი ასეთი გოლი გაუშვა პოზიციის დაკარგვის გამო-ბოლო ასეთი გოლი ბალა ძოლამ გაუტანა წინა ტურში ფლორენციაში
შენც გასაგდები ხარ მაგ გუნდიდან ალექს
inviz9
27 მაისი 2024 11:47
14
მაპატიეთ , თურმე გამოუძახებია
სოსოს
27 მაისი 2024 13:35
1
მერეტი არ გამოუძახებია სპალეტის
სოსოს
27 მაისი 2024 13:33
4
ყველა გამოხმაურება
ნეაპოლელებიც სამხრეთელები არიან და ემოციები წინ უსწრებს,საღ განსჯას.
სოსო
27 მაისი 2024 11:39
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული