დი ლორენცოს აგენტი - ჯოვანი "ნაპოლის" ფანების საქციელით იმედგაცრუებულია

AutoSharing Option
გუშინ "ნაპოლის" კაპიტნის, ჯოვანი დი ლორენცოს აგენტმა მარიო ჯუფრედიმ განაცხადა, რომ მის კლიენტს კლუბის დატოვება სურს.

ჯუფრედიმ ამასთან დაკავშირებით დაწვრილებით Tele A-სთან ისაუბრა.

"ჯოვანი "ლეჩესთან" მატჩის შემდეგ იმედგაცრუებული იყო, ფანებმა მას დაუსტვინეს. პირდაპირ მითხრა, რომ "ნაპოლის" ფანებისგან ამას არ ელოდებოდა. კალცონას ახსნა-განმარტებაც ვთხოვე, თუ რატომ შეცვალა ჯოვანი. კალცონამ იგივე მითხრა, რაც ჟურნალისტებთან ინტერვიუში თქვა, მოეჩვენა, რომ დი ლორენცო დაღლილი იყო. მწვრთნელის ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები", - განაცხადა ჯუფრედიმ.

შეგახსენებთ, დი ლორენცოს "ნაპოლისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2028 წლის ზაფხულში ეწურება.

alt"დე ლაურენტისს

უკვე ვაცნობე, დი ლორენცოს "ნაპოლიდან" წასვლა სურს" - ჯოვანის აგენტი

altმერეტი: "ნაპოლის" ფანები დი ლორენცოს უსამართლოდ მოექცნენ

მკითხველის კომენტარები / 2 /
არადა სულ რაღაც ერთი თვის წინ ამ ჯუფრედიმ თქვა, ზაფხულში ნაპოლის მხოლოდ მშიშრები დატოვებენო.
ქომაგი
28 მაისი 2024 10:57
0
ჯუფრედიც კაი ჯუღელი ყოფილა, მაგრამ დი ლორენცო ასეთ უსამართლო დამოკიდებულებას არ იმსახურებს.
რატი
28 მაისი 2024 15:32
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული