მოურინიო "ფენერბაჰჩეს" ჩაიბარებს

AutoSharing Option
ცნობილი პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო "ფენერბაჰჩეს" ჩაიბარებს. ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მოურინიო სტამბულელებთან 3-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

61 წლის სპეციალისტი ხვალ ლონდონში ჩემპიონთა ლიგის ფინალს დაესწრება, შემდეგ კი თურქეთში ჩაფრინდება და "ფენერბაჰჩესთან" კონტრაქტს ხელს მოაწერს.

მოურინიო ბოლოს "რომას" წვრთნიდა,  საიდანაც არადამაკმაყოფილებელი 
შედეგების გამო შუა სეზონში დაითხოვეს.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში "ფენერბაჰჩემ" თურქეთის სუპერლიგაში 99 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და ჩემპიონატის გამარჯვებულ "გალათასარაის" მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩა.

alt"ეს ჩემი შეცდომა იყო" - მოურინიო პორტუგალიისთვის უარის თქმას ნანობს

altმოურინიომ, თავისი აზრით, ევრო 2024-ის ფავორიტები დაასახელა

alt

"როგორც მწვრთნელი, დასრულებულია" - კასანომ მოურინიოზე ისაუბრა
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეგ ისე მოძრაობს, ჩვენთან არ ვიცი და აზერბაიჯანში ნაღდათ ამოყოფს თავს.დ
სოსო
12:41 01-06-2024
1
საიდან დაიწყო დასად მიდის..კასანომ მართალი თქვა..მორჩა ამისი კარიერა ნეიმარივით..
კიეზა
21:30 31-05-2024
2

სიახლეები პოპულარული