მსურველები აღარ ჰყავს - ოსიმენი წინადადებას არაბული კლუბებისგან ელოდება

AutoSharing Option
"ნაპოლის" ფორვარდის, ვიქტორ ოსიმენის მომავალი გაურკვეველია. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ნიგერიელი წინადადებას ლონდონის "არსენალისა" და არაბული კლუბებისგან ელოდება.

წყაროს ცნობით, 25 წლის ფეხბურთელი პრემიერლიგაში თამაშზე ოცნებობს და "მეთოფეებში" გადასვლა მისთვის პრიორიტეტულია, თუმცა ლონდონელები მასში 130 მილიონის გადახდას არ აპირებენ და ამ პოზიციაზე, დიდი ალბათობით, "ლაიფციგიდან" ბენჟამინ შეშკოს გაიფორმებენ.

თავდაპირველად ბევრი იწერებოდა, რომ ოსიმენი კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებდა, თუმცა, ფაბრიციო რომანოს ცნობით, ჯერჯერობით "არისტოკრატები" მისი დამატების ვარიანტს არც კი განიხილავენ.

აურელიო დე ლაურენტისი ოსიმენის დათმობას 130 მილიონ ევროზე ნაკლებად არ განიხილავს.
შესაბამისად, დიდი შანსია, რომ მომდევნო სეზონში აფრიკელი ფორვარდი საუდის არაბეთის პროლიგაში ვიხილოთ.

ტრანსფერის შანსს ზრდის ისიც, რომ ოსიმენი"პარტენოპეის" ახალი მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს სამომავლო გეგმებში არ შედის. იტალიელ სპეციალისტს რომელუ ლუკაკუსთან მუშაობა სურს.

ვიქტორმა გასულ სეზონში "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე 32 მატჩი გამართა, თავი კი 17 გატანილი გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა.

alt"ნაპოლის" პრობლემა: პსჟ-ს "კვარა" სურს, ოსიმენი - არა

altდიდი გაცვლა და პლუს, თანხა? - ოსიმენის "ნაპოლიდან" წასვლის შესაძლო დეტალები

მკითხველის კომენტარები / 21 /
ჯუღელი--ხომ ვამბობდი არაბეთში წავაო ! ვინ ყოფილა ეხლა გამოტვინებული მე თუ თქვენ ? DD
zura222
04 ივნისი 2024 00:58
3
ვინ ყოფილა და ჯუღელი. ჭორაობის გამო ჩააკმენდინეს ხმა და არა ინფორმაციის უზუსტობის გამო
nika
04 ივნისი 2024 04:39
1
ახლა ჯუღელის გაპრავება დაიწყეს აქ ზოგიერთებმა. უკვე გადავიდა არაბულ გუნდში? შეიძლება გადავიდა და მე არ ვიცი. მაშინ ბოდიში. ხან ოსიმენს ამუნათებენ, ხან ლაურენტის. ოსიმენს ჰყავს უმაგრესი აგენტი, თქვენგან ქებული ჯუღელისგან განსხვავებით. სწორედ მისი დამსახურებაა მისი 10მლნ ხელფასი.
დავით 67
03 ივნისი 2024 23:20
3
არადა თქვა ჯუღელმა ოსიმენს არაბულ ლიგაში ვხედავო და მაგრად დააყარეს
გორდი
03 ივნისი 2024 21:17
4
როცა გაქვს წინადადებები და შემოთავაზებები უნდა შეთანხმდეთ და გაყიდო დროზე. ოსიმენის მსურველი კლუბები რასაც გთავაზობდნენ შარშან გეცოტავა. აბა რა გეგონა, სხვა ფეხბურთელს ვერ ნახავდნენ? თუ 150მლნ-ს გადაგიხდიან? მითუმეტეს შარშან ბომბარდირი გახდა. წელს ტრამვები, აფრიკის თასი, გართობა, 10 მლნ ხელფასი და ძალების დაზოგვა(ტრამვა კიდევ არ მივიღოო). რატომღაც მგონია ვინმემ 130 რომ შესთავაზოს, 150-ს მოითხოვს. ფულის გიჟია.
გაუმაძღარ ლავრენტას!
03 ივნისი 2024 19:02
3
ეგრეა
გია
08 ივნისი 2024 13:55
0
მემგონი ჯუღელი მართალი იყო, წარმატებები ოსიმჰემს
გიო
03 ივნისი 2024 18:48
5
ოსიმენი ქაღალდზე უფრო ძლიერია, ვიდრე მინდორზე. მაგის ფასი 60 მილიონს არ გაცდება, ნახავთ ასე თუ არ მოხდეს.
ჟორა გაბრიჭიძე
03 ივნისი 2024 18:13
3
არადა ძაან მეეჭვება ნაპოლის 10 მილიონის გადახდა უნდოდეს ოსიმენისთვის ამ ზაფხულის მერეც.

აშკარად მარტო იმისთვის ქნეს რო, ერთმა ახალ გუნდში გაინაღდოს მინიმუმ 10მლნ და მეორემ გარანტირებულად 130 მლნ აიღოს გაყიდვით.

მარა უი ჩელსის არ ნდომებია))
nk
03 ივნისი 2024 17:00
3
ჯუღელის კრიტიკოსები დამენახვეთ
ემიგრანტი
03 ივნისი 2024 16:37
17
ჯუღელს იმის გამო კი არ აკრიტიკებდნენ რომ ოსიმენი არებეთში არაა წამსვლელიო, არამედ იმის გამო რომ სხვა ფეხბურთელების ტრანსფერებზე არ უნდა იტლიკინო, რაც არ უნდა უეჭველი იცოდე. არაკორექტული, არაპროფესიონალური და არაკოლეგიალურია.
გიორგი
03 ივნისი 2024 18:06
4
ამას წასვლა თუ უნდოდა ერთი წელი მაღალი ხელფასის გამო კონტრაქტი არ უნდა განეახლებინა ნაპოლისთან. ახლა დე ლაურენტისის ხელშია, 130 მილიონის გადამხდელი მსოფლიოში სულ რამდენიმე კლუბია. შედეგად ან ნაპოლი ან ჯუღელმა რაც თქვა :).
თუმცა თუ კვარა ნაპოლიში რჩება, მაშინ ოსიმენის ნაპოლიში დარჩენა მე პირადად გამიხარდება ძალიან!
Irakli
03 ივნისი 2024 15:40
6
ლავრენტამ იკითხოს თუ არა, ოსიმენი სად მიიღებს 10 მილიონიან ხელფასს სულ ერთია მაგისთვის.
ჟორა
03 ივნისი 2024 18:16
2
სად არიან ოსიმენის ქართველი ფანები?
გია პაპა
03 ივნისი 2024 15:10
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული