"ბარსელონას" კიმიხის შეძენა უფასოდ სურს

AutoSharing Option
"ბარსელონას" "ბაიერნის" ფეხბურთელის, იოზუა კიმიხის შეძენა 2025 წელს, უფასოდ სურს. ამის შესახებ ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ბლაუგრანას" ახალ მწვრთნელს, ჰანსი ფლიკს, კიმიხთან ერთად მუშაობა კიდევ ერთხელ სურს.

გერმანელის მიუნხენიდან აბარგების შანსს ზრდის ის გარემოებაც, რომ ამჟამად კიმიხი "ბაიერნში" ხელფასის სახით ყოველწიურად 19.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და დიდი ალბათობით, "რეკორდმაისტერი" 29 წლის ფეხბურთელს ამგვარ კონტრაქტს აღარ შესთავაზებს.

მხარეები ახალი კონტრაქტის შესახებ ევრო 2024-ის შემდეგ იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, კიმიხი "ბაიერნს" 2015 წელს, "შტუტგარტიდან" 8.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული