"აი, ამიტომ გადავწყვიტე "ტორპედოში" გადმოსვლა" - მამადუ სახოს ინტერვიუ

AutoSharing Option
ცნობილი ფრანგი ცენტრალური მცველი მამადუ სახო გუშინ ღამით საქართველოში ჩამოფრინდა, დღეს კი, სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება.

"ლივერპულისა" და "პარი სენ ჟერმენის" ყოფილმა მოთამაშემ ჟურნალისტებთან ინტერვიუში იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ქუთაისურ კლუბში თამაში გადაწყვიტა.

"კლუბის პრეზიდენტთან, გენერალურ დირექტორთან და მთავარ მწვრთნელთან საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ "ტორპედოს" დიდი ამბიციები აქვს, რაც ძალიან მომეწონა.

ფეხბურთის მეშვეობით ახალი ქვეყნისა და კულტურის გაცნობის შესაძლებლობა გაქვს. ჩემთვის საქართველოში ჩამოსვლა ახალი გამოწვევაა და გახარებული ვარ. ვფიქრობ, რომ ეს საინტერესო იქნება, რადგან
საკმაოდ ამბიციურ კლუბში მოვედი. გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი ფაქტორი სწორედ ეს იყო.

კარიერის განმავლობაში მოედანზე ყოველთვის 100%-ით ვიხარჯებოდი. ასე იქნება ახლაც. გულშემატკივარს მოვუწოდებ ჩვენს საგულშემატკივროდ მოვიდნენ, რადგან მათი ბედნიერებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ", - განაცხადა სახომ.

წყარო: FC Torpedo Kutaisi

alt"ის არა მარტო ტიტულების მოგებაში დაგვეხმარება, არამედ ამ საქმესაც შეითავსებს" - "ტორპედომ" სახოს ტრანსფერი დაადასტურა და ფეხბურთელობის გარდა, მისი სხვა საქმიანობაც გვამცნო

altსახოს "ტორპედოში" ტრანსფერი საბოლოოდ გადაწყდა - ცნობილია, რა პირობებით დაიყოლია ქუთაისურმა გუნდმა ცნობილი ფრანგი მცველი

alt"მამადუ სახო "ტორპედოში"? - რუსული მედია შოკშია


altსახომ მწვრთნელს სცემა და გუნდიდან გააგდეს


მკითხველის კომენტარები / 26 /
ბიკენტიას ქაბაბი ვეერ?
ᲭიᲭიკია
09:21 14-06-2024
4
მამადუ,ავტოგრაფი გამიმზადე,მოვდივარ და დამხვდი:) უდაოდ,ჩვენი ჩემპიონატისთვის კარგი ამბავია,მამადუ სახო მაღალი კლასის ფეხბურთელია,მისი გამოცდილება ბევრს წაადგება. მე როგორც ლივერპულის ფანი,სახოს კარიერას ვადევნებდი თვალს და მართლა ეგრეა,ბოლომდე იხარჯებოდა,ხან გამოსდიოდა და ხან არა. ცოდვა გამხელილი ღირსო და უნდა ვთქვა,ლივერპულიდან ცუდი საფეხბურთო თვისებების გამო არ გაუშვიათ.კლოპმა გაუშვა იმის გამო რო შეკრებაზე არასერიოზულობა შეამჩნია და ეს არ მოეწნა.მსგავსი ინფორმაცია გამოვიდა გარეთ და სიმართლე მხოლოდ ამან და კლოპმა იციან.თუმცა ეს არაფერს არ ცვლის,როგორც ჩვენში ამბობენ "ერთხელ წითელი,ყოველთვის წითელი" და სახო ლივერპულელი იქნება ბოლომდე. რამდენს გახსოვთ მისი გოლი დორტმუნდის კარში,3-3 გახადა ანგარიში და მერე ლოვრენმა მეოთხეც ტენა. ბევრი რო არ გავაგრძელო,კარგი ამბავია ქართული ფეხბურთისთვის,მისი პოპულარიზაციისთვის და წარმატებისთვის. არ მგონია,დიდი სათამაშო დრო მიეცეს,რადგან არ იქნება ისეთ კონდიციებში,მარა სახელიანი კაცის გუნდში ყოფნა სასიამოვნოა. ბებერი ხარის რქაც ხნავსო ხო გაგიგიათ,ხოდა ესეც ეგრე თუ იყო მერე ნახეთ. აგერ გაგრაში,მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ონიანმა დაიჯერა და ვაწაძე ყავს გუნდში. რა გოლები შეყარა ამ ბიჭმა,მეორე ახალგაზრდობა გაიხსნა და თავის დონეს ამტკიცებს. წარმატებები ქართულ ფეხბურთს,ტორპედოდან დაწყებული ლაგოდეხის ჰერეთით დამთავრებული.
იასონას უდარი
06:12 14-06-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული