"იცით, პარიზში მეზობლებმა ჩემს შვილებს რა უთხრეს?" - მესი

AutoSharing Option
მაიამის "ინტერის" ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ "პარი სენ ჟერმენში" გატარებული პერიოდი გაიხსენა. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის თქმით, მას და მის ოჯახს საფრანგეთში ცხოვრება ძალიან გაუჭირდათ.

"სიმართლე გითხრათ, ეს პერიოდი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ყველაზე რთული იყო. ყოველთვის მეგონა, რომ კარიერას "ბარსელონაში" დავასრულებდი.

პარიზში ცხოვრებისას, ერთხელ მეზობლებმა კარზე ზარი დარეკეს და ბავშვებს შენიშვნა მისცეს, რადგან ისინი ფეხბურთს თამაშობდნენ. იმ დროს საღამოს 9-10 საათი იქნებოდა. მეზობლებთან ურთიერთობა მარტივი არ ყოფილა, თუმცა მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.

ვეთანხმები თუ არა მბაპეს, რომ ევროპის
ჩემპიონატი მსოფლიო ჩემპიონატზე რთულად სათამაშო ტურნირია? - რა თქმა უნდა, მბაპე ცდება. ევროპის ჩემპიონატზე 3-გზის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინა, 5-გზის გამარჯვებული ბრაზილია და 2-გზის გამარჯვებული ურუგვაი არ თამაშობენ. ნომერ პირველი საფეხბურთო ტურნირი ყოველთვის მსოფლიო ჩემპიონატი იყო", - განაცხადა მესიმ.

altმესი: "რეალი" მსოფლიოში საუკეთესო გუნდია

altლობჟანიძის მაგარი გოლები მესის გუნდთან - ქართველმა მაიამის "ინტერს" 8-მატჩიანი მოგებათა სერია დაუსრულა [VIDEO]

alt"მესი ნაბიჭვარია" - "რეალის" ფანებს "ბარსელონას" ყოფილი ვარსკვლავი არ ავიწყდებათ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 21 /
მეზობლებსაც ვერ გაამტყუნებ. მოფრხილება ყვლგან საჭიროა, ლიონელ.
გიო
14 ივნისი 2024 12:25
4
მსოფლიოს და ევროპის შედარებას რაც შეეხება აქ მბაპეა რა თქმა უნდა მართალი-ჯერ ერთი დანარჩენ მსოფლიოს მხოლოდ 3 ქვეყანა ჩემპიონი ყავს თანაც ურუგვაიმ ჩემპიონობები ლამის ნიკოლოზის დროს მოიპოვა და იმის გარდა რა მოიგო ან რა გააკეთა მსოფლიოზე ? ერთი მეოთხე ადგილი და ისიც ნიკოლოზის დროს D და ევროპას კი 5 მსოფლიოს ჩემპიონი ყავს პლიუს "მეორე ეშელონის"გუნდები- ჰოლანდია ჩეხეთი უნგრეთი(ორორჯერ იყვნენ ფინალში) პორტუგალია ბელგია"მესამე ეშელონი"--პოლონეთი დანია სსრკ ბრიტანული გუნდები...და ეს ევროპის "მესამე ეშელონის გუნდები ყოველთვის ადვილად უგებდნენ სამხრეთ ამერიკის მეორე ეშელონის გუნდებს და დანარჩენი კონტინენტების პირველ გუნდებს ! და მესამე--ევროპის ჩემპიონატზე არასდროს არ იყო და ვერასდროს ვერ მოხვდება უიმედო აუტსაიდერი (გიბრალტარი სან მარინო ლიხტენშტეინი და ეგეთები)და მსოფლიოზე კი ყოველთვის ხვდებოდნენ ჭ კლასის ნაყარნუყარები--სალვადორი კორეა ჰაიტი ზაირი კონგო კუბა კორეა ოსტ ონდოეთი (იყო ასეთი ჰოლანდიის კოლონია აზიაში და მსოფლიოზე რომ გაძვრა რაღაცა მანქანებით)კუვეიტი არაბეთის საემიროები...და იმიტომაც იყო ანგარიშები 8-0 9-0 10-0 11-1 და ეგეთები რაც ევროპის ჩემპიონატებზე არ იყო !
zura222
14 ივნისი 2024 12:20
7
ერიჰააა
დათო
14 ივნისი 2024 12:30
2
მეზობლებმა დარეკესო ? ანუ ხმაურმა შეაწუხათ ? D რაა ხუთსართულიან ხრუშოვკაში ცხოვრობდა თუ ქარხნის "კომუნალკაში ? PP
zura222
14 ივნისი 2024 10:59
5
ოუფ დიდი ამბავი დასვენება თუ გთხოვეს
dew
14 ივნისი 2024 10:46
20

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული