მაიამის "ინტერის" ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ "პარი სენ ჟერმენში" გატარებული პერიოდი გაიხსენა. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის თქმით, მას და მის ოჯახს საფრანგეთში ცხოვრება ძალიან გაუჭირდათ.
"სიმართლე გითხრათ, ეს პერიოდი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ყველაზე რთული იყო. ყოველთვის მეგონა, რომ კარიერას "ბარსელონაში" დავასრულებდი.
პარიზში ცხოვრებისას, ერთხელ მეზობლებმა კარზე ზარი დარეკეს და ბავშვებს შენიშვნა მისცეს, რადგან ისინი ფეხბურთს თამაშობდნენ. იმ დროს საღამოს 9-10 საათი იქნებოდა. მეზობლებთან ურთიერთობა მარტივი არ ყოფილა, თუმცა მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.
ვეთანხმები თუ არა მბაპეს, რომ ევროპის
ჩემპიონატი მსოფლიო ჩემპიონატზე რთულად სათამაშო ტურნირია? - რა თქმა უნდა, მბაპე ცდება. ევროპის ჩემპიონატზე 3-გზის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინა, 5-გზის გამარჯვებული ბრაზილია და 2-გზის გამარჯვებული ურუგვაი არ თამაშობენ. ნომერ პირველი საფეხბურთო ტურნირი ყოველთვის მსოფლიო ჩემპიონატი იყო", - განაცხადა მესიმ.
მესი: "რეალი" მსოფლიოში საუკეთესო გუნდია
ლობჟანიძის მაგარი გოლები მესის გუნდთან - ქართველმა მაიამის "ინტერს" 8-მატჩიანი მოგებათა სერია დაუსრულა [VIDEO]
"მესი ნაბიჭვარია" - "რეალის" ფანებს "ბარსელონას" ყოფილი ვარსკვლავი არ ავიწყდებათ [VIDEO]
მაგრამ რატომ გავიწყდებათ მთავარი სხვისი უფლებები იწყება იქ სადაც ჩემი მთავრდება... ოქროს შუალედის პოვნა ძნელია და როდესაც მეზობელს აძაგებთ კერძოთ მესის მეზობლებს ნუ დაივიწყებთ რომ თქვენც მეზობელი ხართ და რამდენჯერ მიუთითეთ მეზობელს როდესაც შეგაწუხა მათმა საქციელმა.. მესის თუ ეპატიება მაშინ იმ თქვენთან მეზობელმა რა დააშავა თუ მანდამაინც მესი არაა რომ აპატიოთ
ყველა ადამიანმა პატივი უნდა სცეს სხვის პირად სივრცეს და დაიცვას წესები.
ზოგადად ეს აზრი იქიდან მოდის რომ ევროზე ადრე მცირე რაოდენობის გუნდები ტამაშობდენ. მე ისიც კი მახსოვს რომ მსოფლიოზე მხოლოდ 8 გუნდი გადიოდა. ამიტომ ძალიან სერიოზული გუნდებიც კი ვერ ხვდებოდენ ხშირად ევრო ტურნირზე, და რადგან მცირე რაოდენობის გუნდებიი იყო აქედან გამომდინარე ყველა თამაში ფინალის ტოლფასი იყო.