საფონოვი პსჟ-ის ფეხბურთელი და კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენმა" რუსი მეკარის მატვეი საფონოვის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. პარიზულმა კლუბმა "კრასნოდარს" საფონოვის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაუხადა თავად ფეხბურთელს კი 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

მატვეი პსჟ-ის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა, აქამდე ეს რეკორდი კეილორ ნავასს ეკუთვნოდა. კოსტა-რიკელი მეკარე ფრანგულ კლუბს 2019 წელს, მადრიდის "რეალიდან" 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

შეგახსენებთ, პსჟ-ის მთავარი მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა კლუბს 3 წლის წინ "მილანიდან", თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

alt"შეძლებს თუ არა საფონოვი დონარუმასთვის კონკურენციის გაწევას?" - ამელიას კომენტარი

მკითხველის კომენტარები / 17 /
კრასნოდარს 20 მილიონი?! აბა, რუსეთი სანქცირებულიაო...
იღბალო
22:03 14-06-2024
5
ასეა რეალობა მიუხედავად ყველაფრისა. რუსეთი რეიტინგში ჩვენზე წინაა, ასე რომ სადღაც რაღაც უნდა დავამტკიცოთ და ეს სადღაც ევროპის ჩემპიონატია!
წარმატებები საქარტველოს ნაკრებს!
ლაშა
23:20 14-06-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული