"ლუკაკუ პრობლემა სულაც არაა, მან უამრავი შანსი თავად შეიქმნა" - კიელინიმ ბელგიელი დაიცვა

AutoSharing Option
გუშინ, 17 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, ბელგიის ნაკრები სლოვაკეთთან სენსაციურად (0:1) დამარცხდა. მატჩის შემდეგ გულშემატკივრებმა გამოუყენებელი მომენტების გამო ბელგიელთა ფორვარდი რომელუ ლუკაკუ გააკრიტიკეს.

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯორჯო კიელინიმ კი ლუკაკუ დაიცვა.

"მან უამრავი შანსი თავად შეიქმნა, გოლების გატანაც მოახერხა, თუმცა გაუუქმეს.

ბელგიელი რომ ვიყო, ლუკაკუს ნამდვილად არ გავაკრიტიკებდი. ის არა პრობლემა, არამედ გამოსავალია. მათ გაუშვეს გოლი, რომელიც ასეთ დონეზე მიუღებელია და მსგავს შეცდომებს არ უნდა უშვებდე. უბრალოდ არ მესმის, როგორ შეიძლება საკუთარ საჯარიმოში ასეთი პასის გაკეთება", - განაცხადა
კიელინიმ.

შეგახსენებთ, ბელგიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩს 22 ივნისს, რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს.

altსენსაცია - კალცონას გაწვრთნილმა სლოვაკეთმა ბელგიას სძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული