"ვინ გამაკვირვა ევრო 2024-ზე ყველაზე მეტად?" - ტოტიმ ევროპირველობაზე ისაუბრა

AutoSharing Option
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ ფრანჩესკო ტოტიმ TuttoMercatoWeb-თან ინტერვიუში ევრო 2024-ის შესახებ ისაუბრა.

"იტალიის ნაკრებისთვის ამ ეტაპზე მთავარი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა, ესპანეთთან ჩვენი შედარება არ შეიძლება, მათ ჰყავთ 3-4 ფეხბურთელი, რომლებსაც განსხვავების შექმნა შეუძლიათ. მათ იტალიასთან დაპირისპირებაში ყველაფერი გამოუვიდათ, ჩვენ კი არაფერი გამოგვივიდა. ახლა მთავარია ხორვატიასთან მატჩზე ვიფიქროთ.

ევროპის ჩემპიონატზე პირველივე ტურიდან გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლო, თუ ეცდები, რომ ძალები დაზოგო და საუკეთესო თამაში 1/8 ფინალიდან აჩვენო, აუცილებლად დაისჯები. ყოველთვის 100%-ით უნდა დაიხარჯო.

რომელმა ფეხბურთელმა გამაკვირვა ტურნირზე ყველაზე მეტად? კონკრეტულ მოთამაშეს ვერ დავასახელებ.
ვფიქრობ, ევრო 2024-ზე ერთი კონკრეტული ფეხბურთელი, რომელიც სხვა დანარჩენზე მაღლა დგას, არ არსებობს. იმედი მაქვს, იტალიის ნაკრები უკეთესად ითამაშებს" - განაცხადა ტოტიმ.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში იტალია ხორვატიას დაუპირისპირდება, შეხვედრა 24 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

alt"აღარასდროს დავბრუნდები"! - ტოტიმ "ჯალოროსიში" ნებისმიერი როლი გამორიცხა

altფრანჩესკო ტოტის ვაჟი ლა ლიგაში გადავიდა

altტოტი: გარსია შესანიშნავი მწვრთნელია, დე ლაურენტისმა საუკეთესო არჩევანი გააკეთა

მკითხველის კომენტარები / 3 /
რა საცოდავი ხარ)))
შოთა
01:39 24-06-2024
7
კვარადონამ არ გაგოცა,თუ ელოდებოდი ასე საოცრად რო ითამაშებდა?
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა"
17:20 23-06-2024
66
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული