რონალდო: ეჭვგარეშეა, ეს ჩემი ბოლო ევროპის ჩემპიონატია

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში პორტუგალიის ნაკრებმა სლოვენია თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა, რომ ეს მისი ბოლო ევროპის ჩემპიონატია.

"ეჭვგარეშეა, ეს ჩემი ბოლო ევროპის ჩემპიონატია. ეს ყველაფერი ჩემს ენთუზიამზე უარყოფითად არ მოქმედებს. გულშემატკივრებს გაცუდებული პენალტის გამო ბოდიშს ვუხდი, ამ მაისურისთვის ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯები", - განაცხადა რონალდომ.

შეგახსენებთ, ევრო 2024-ის მეოთხედფინალში პორტუგალიის ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 5 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

altრონალდოს გამოუყენებელი პენალტი და დოუგუ კოშტას გმირობა - პორტუგალიამ სლოვენიას თერთმეტმეტრიანების სერიაში

სძლია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 11 /
არა კაცო შენ და მესიმ 60 წლამდე უნდა ითამაშოდ :)
0
რონალდო და მესი არიან თანამედროვეობის უდიდესი ვარსკვლავები.უდიდესი ფეხბურთის ოსტატები და უდიდესი სპორტსმენები.ისე გაიარეს თავისი სპორტული კარიერა, რომ ორივე არის სამაგალითო ყველა მომავალი თაობის ფეხბურთელისთვის.ყოველწლიურად ორივე იყო საუკეთესო ფორმაში და ორივესგან მაყურებელი მუდამ სასწაულს ელოდა. მარტო ის რად ღირს, რომ კარიერის განმავლობაში არცერთი სერიოზული ტრამვა არ დამართვიათ, რაც იმის მანიშნებელია თუ რა დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან თავის საქმეს. ბევრი კარგი ფეხბურთელი არსებობდა და ეხლაც არის, მაგრამ ყოველწლიურად ამდენი ხნის განმავლობაში ჩაატარო70-75 თამაში, ყოველთვის მაღალ დონეზე და კიდე გწყუროდეს გამარჯვება,ეს დიდი რამეა.საუბედუროდ ჩვენს დიდ სპორტსმენებს,რომ წამდაუწუმ ტრამვები დასდევს, ზუსტად მათი საქმისადმი დამოკიდებულების ბრალია.სადაც გღალატობს ფიზიკური და ემოციური მომზადება,იქ იწყება ტრამვები და კარიერის დასასრული.
Walter White
02:16 06-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული