დე ვრი საუდის არაბეთში - ნიდერლანდელს საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას სთავაზობენ

AutoSharing Option
FCInterNews-ის ინფორმაციით, "ინტერის" ნიდერლანდელმა მცველმა სტეფან დე ვრიმ შესაძლოა, კარიერა საუდის არაბეთის კლუბ "ალ იტიჰადში" განაგრძოს.

გარიგების სავარაუდო საფასურად 15 მილიონი ევრო სახელდება, თავად 32 წლის ფეხბურთელს კი საკმაოდ მაღალ გასამრჯელოს ჰპირდებიან. 

გასულ სეზონში დე ვრიმ ყველა ტურნირზე 33 მატჩი ჩაატარა, 1 საგოლე გადაცემა მიითვალა და ახლა თავის ნაკრებთან ერთად ევრო 2024-ის მეოთხედფინალშია გასული.

ინფორმაციისთვის, "ალ იტიჰადის" ახალი მწვრთნელი "მილანის" ყოფილი დამრიგებელი სტეფანო პიოლი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული