"ესპანეთში პატივს არავის და არაფერს სცემენ" - მორატა სანაკრებო კარიერის დასრულებაზე ფიქრობს

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოსა" და ესპანეთის ნაკრების ფორვარდმა ალვარო მორატამ El Mundo-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სანაკრებო კარიერის დასრულებაზე ფიქრობს, რადგან "ფურია როხას" გულშემატკივრებისგან დიდ ზეწოლას გრძნობს.

"უბედური ნამდვილად არ ვარ, თუმცა ესპანეთში ძალიან რთულია, რომ თავი ბედნიერად ვიგრძნო.

ხალხი სიამოვნებას იღებს, როცა მაკრიტიკებენ. თუ ყვითელ ბარათს ვიღებ, ზოგიერთი ამბობს: "იმედია, კიდევ ერთ ყვითელ ბარათს მიიღებს, რადგან მის გარეშე უკეთესად ვთამაშობთ".

საზღვარგარეთ ამის პრობლემა არ მაქვს, ესპანეთში კი პატივს არავის და არაფერს სცემენ. შესაძლოა, ევრო 2024 ჩემს კარიერაში ბოლო სანაკრებო ტურნირი იყოს", -
განაცხადა მორატამ.

შეგახსენებთ, ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საფრანგეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა დღეს, 9 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

altსიმეონე: მორატა ჰოლანისგან არაფრით განსხვავდება

altმამარდაშვილმა მორატას რევანში აუღო - "ვალენსიამ" "ატლეტიკო" დაჯაბნა [VIDEO]

altალვარო მორატა: საქართველოში ყველა ნაკრებს გაუჭირდება

მკითხველის კომენტარები / 6 /
როგორ ეტყობათ ესპანელებს, რომ აქედან წასულები არიან ოდესღაც. :))
4
მორატას გულშემატკივარი არ ვარ, მაგრამ ისე სადღაც მართალია ეს კაცი.. 8 წელია ესპანეთში ვცხოვრობ და ჩემპიონი თუ ვერ გახდა ან გუნდი ან ნაკრები სულ ბოზიშვილებს ეძახიან.. )) მაგარი გიჟი ხალხია.. მაგრამ კარგი ტიპები არიან მაინც
geo-geo
12:34 09-07-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული