"ეს შეუძლებელია, საშინელებაა, 12 წელიწადი ძალიან დიდი დროა" - ფრანგმა ჟურნალისტმა დეშამს მიმართა

AutoSharing Option
RMC Sport-ის ჟურნალისტმა დანიელე როლომ ევრო 2024-ზე საფრანგეთის ნაკრების ასპარეზობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ "მამლებმა" დიდიე დეშამი უნდა გაათავისუფლოს.

"12 წელიწადში ყველაფერი ვნახეთ, ეს საკმარისია. ის, თუ როგორ იქცეოდა ევროპის ჩემპიონატზე, როგორ ესაუბრებოდა ჟურნალისტებს... მოდით, დეშამი ალეგრისთან ერთად არდადეგებზე გავუშვათ, მათ სალაპარაკო ექნებათ.

ეს შეუძლებელია, საშინელებაა, ჩვენ წინსვლა უნდა გავაგრძელოთ. დეშამის ყურება საკმარისია. ფრანგებს აღარ გვსურს, რომ ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად გიხილოთ. ფანები დაიღალნენ", - განაცხადა როლომ.

შეგახსენებთ, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ეროვნულ ნაკრებს 2026 წლის მსოფლიოს
ჩემპიონატზე კვლავ დიდიე დეშამი უხელმძღვანელებს.

alt"რატომ არ იძახებთ ნაკრებში იაპონელებს?!" - მაკრონის მეუღლემ დიდიე დეშამი შოკში ჩააგდო

მკითხველის კომენტარები / 7 /
ვეთანხმები, უნდა დანიშნონ სენეგალის ან აფრიკის რომელიმე ნაკრებში ნამუშევარი მწვრთნელი, ხომ უნდა მიხვდნენ ბოლობოლო და გაითვალისწინონ საფრანგეთის მოსახლეობის უმრავლესობის აზრი
llcl
14:58 11-07-2024
5
ეს თუ დარჩა მშვენიერია აწი გვეცოდინება რომ საფრანგეთის მაქსიმუმი არა ფინალი და ჩემპიონობაა( რომ მოტყუვდა ნახევარი მსიფლიო ) არამედ მეოთხედფინალი სადაც ჩახდიან ეგრევე ….რაო რას იძახიდნენ მბაპე და ჰოლანდი არიან მომავალი კრისტინა და მესიო ….დასრულდა მაგათი ზღაპარი აი ბელინგემი და იამალის ეპოქა შეიძლება მართლაც დაიწყოს ….
მდაა
18:01 11-07-2024
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული