სტადიონზე უბილეთო გულშემატკივრების შესვლით გამოწვეული პრობლემის გამო მატჩი საათისა და 23 წუთის დაგვიანებით დაიწყო. „მარკას“ ცნობით, ნამდვილი საგიჟეთი იყო, შეხვედრას იმაზე მეტი (7 ათასით) მაყურებელი დაესწრო, ვიდრე არენა იტევს. ცხელოდა, ტემპერატურა 33 გრადუსი იყო, პირველ ტაიმში კოლუმბია დომინირებდა, მომენტებიც შექმნა, მაგრამ ვერ გამოიყენა. 36-ე წუთზე არგენტინელთა ლიდერი მესი არიასთან შეჯახების შედეგად დაშავდა, მაგრამ სამწუთიანი პაუზის შემდეგ თამაშის გაგრძელება შეძლო.
შესვენება 24 წუთი გაგრძელდა, რადგან შაკირამ მინი-კონცერტი ჩაატარა. მეორე ტაიმში არგენტინა მეტ-ნაკლებად გააქტიურდა, თამაში უფრო ლამაზი სანახავი გახდა, დი მარიას დარტყმული ბურთი მეკარე ვარგასმა მოიგერია. 65-ე წუთზე მესიმ მარჯვენა კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო და თვალცრემლიანმა დატოვა მოედანი. შემდეგ არგენტინელი გონსალესის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ძირითადი დრო 0:0 დასრულდა. მეორე ექსტრა ტაიმში კი, 97-ე წუთზე, შეცვლაზე შესულმა ლაუტარო მარტინესმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
მაიამი. „ჰარდ როკ სტედიუმი“
არგენტინა - კოლუმბია 1:0 (ძირ. დრო 0:0)
გოლი: მარტინესი (112)
. არგენტინამ ზედიზედ სამი ტოპ-ტურნირი მოიგო და ესპანეთის მიღწევა გაიმეორა.
. 37 წლის მესი XXI საუკუნეში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც ტურნირის ფინალში თამაში სასტარტოდან დაიწყო.
ნაკრებში ასრულებს, "ბენფიკაში" რჩება - დი მარია კვლავ ლისაბონელებისთვის შეუტევს