"მოსწონთ, რომ ტრანსგენდერებს ჟიმ****ნ, მათი მამა კამერუნიდანაა, დედა ნიგერიელი" - რასიზმი და შეურაცხყოფა ფრანგების მიმართ... არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები დიდ სკანდალში გაეხვნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
არგენტინის ნაკრებმა კოპა ამერიკის ფინალში დამატებით დროში კოლუმბიას 1:0 სძლია და ზედიზედ მეორედ მოიგო ეს ტურნირი.

მატჩის დასრულების შემდეგ კი "ალბისელესტეს" ავტობუსში გავრცელებულ ვიდეოს დიდი სკანდალი მოჰყვა. "ჩელსისა" და არგენტინის ნაკრების შემტევ ენცო ფერნანდეს Instagram Live ჰქონდა ჩართული, რა დროსაც ფეხბურთელები საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელების მიმართ შემდეგ შეურაცხმყოფელ შეძახილებს სკანდირებდნენ: 

"მისმინე და გაავრცელე, ისინი თამაშობენ საფრანგეთში, მაგრამ ყველა ანგოლიდანაა. კარგად სირბილს აპირებენ, მოსწონთ ტრანსგენდერების გაჟ***ვა, როგორც მბაპეს, მათი დედა ნიგერიელია, მამა კამერუნელი, მაგრამ პასპორტში ფრანგი უწერიათ". 

Live-ის ბოლოს ვიღაც სწრაფად ავალებს
ენცო ფერნანდესს, შეწყვიტოს გადაღება და ვიდეო წყდება. არგენტინის ფეხბურთის ფედერაციას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. 

შეგახსენებთ, რომ არგენტინელებსა და ფრანგებს შორის ურთიერთობა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გამწვავდა, სადაც ფინალში "ალბისელესტემ" მეტოქეს პენალტების სერიაში სძლია.
მკითხველის კომენტარები / 53 /
სატრანგეთს არც ინგლისი და უკვე აღარც გერმანია ჩამორჩება, ესპანეთიც ამათ გზაზე ადგას. პატარა საქართველო ეროვნული ნაკრებით მონსტრების ბარაქაში გავერიეთ და მართლაც ბევრის სიმპატია დავიმსახურეთ ყველანაირად. რასისტი არ ვარ მაგრამ ეროვნული ნაკრების აღქმა მეკარგება როდესაც საფრანგეთის (აფრიკის) ნაკრებს უყურებ. დიდება საქართველოს.
G.LA
17:37 16-07-2024
9
სიმართლის თქმა სკანდალია დღეს. უბრალოდ სოციალურ მედიაში გავრცელაბა ტეხავს თორე... რეალობა ესაა რასაც დღეს ვხედავთ. საფრანგეთი დაემსგავსა აფრიკის ნაკრებს.
დავით
21:06 16-07-2024
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული