16:31 16-07-2024
"მოსწონთ, რომ ტრანსგენდერებს ჟიმ****ნ, მათი მამა კამერუნიდანაა, დედა ნიგერიელი" - რასიზმი და შეურაცხყოფა ფრანგების მიმართ... არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები დიდ სკანდალში გაეხვნენ [VIDEO]
AutoSharing Option
მატჩის დასრულების შემდეგ კი "ალბისელესტეს" ავტობუსში გავრცელებულ ვიდეოს დიდი სკანდალი მოჰყვა. "ჩელსისა" და არგენტინის ნაკრების შემტევ ენცო ფერნანდეს Instagram Live ჰქონდა ჩართული, რა დროსაც ფეხბურთელები საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელების მიმართ შემდეგ შეურაცხმყოფელ შეძახილებს სკანდირებდნენ:
"მისმინე და გაავრცელე, ისინი თამაშობენ საფრანგეთში, მაგრამ ყველა ანგოლიდანაა. კარგად სირბილს აპირებენ, მოსწონთ ტრანსგენდერების გაჟ***ვა, როგორც მბაპეს, მათი დედა ნიგერიელია, მამა კამერუნელი, მაგრამ პასპორტში ფრანგი უწერიათ".
Live-ის ბოლოს ვიღაც სწრაფად ავალებს ენცო ფერნანდესს, შეწყვიტოს გადაღება და ვიდეო წყდება. არგენტინის ფეხბურთის ფედერაციას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელებსა და ფრანგებს შორის ურთიერთობა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გამწვავდა, სადაც ფინალში "ალბისელესტემ" მეტოქეს პენალტების სერიაში სძლია.
მკითხველის კომენტარები / 53 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
რა თქმა უნდა შეურაცხმყოფელია,თუმცა ფრანგებს ქვეყნის პირველი კაცი,გეი ჰყავთ,ოლიმპიური ჩირაღდანის ესტაფეტაში კი,ტრანსგენდერები ჩართეს და თან დიდი რეკლამაც გაუკეთეს.იქნებ არგენტინელების ამ გამოწვევამ,ცოტა დააფიქროს ფრანგები და მიახვედროს,რომ სხვების თვალში,ამით ღირსებას ჰკარგავენ.
3
2
ნეტავ ფრანგებზე რას დარდობთ?!ჩვენ აფხაზეთი და სამაჩაბლო დავიბრუნეთ??ქართული სოფლები და ქალაქები არ იცლება ქართველებისგან??საფრანგეთი თავის თავს მიხედავს როგორმე.ჩვენ კი დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე ვართ!!
13
1
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული