რასისტული სკანდალი გრძელდება, ენცომ ბოდიში მოიხადა, თანაგუნდელებმა კი "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმეს

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრებმა კოპა ამერიკის ფინალში დამატებით დროში კოლუმბიას 1:0 სძლია და ზედიზედ მეორედ მოიგო ეს ტურნირი.

მატჩის დასრულების შემდეგ კი "ალბისელესტეს" ავტობუსში გავრცელებულ ვიდეოს დიდი სკანდალი მოჰყვა. "ჩელსისა" და არგენტინის ნაკრების შემტევ ენცო ფერნანდესს Instagram Live ჰქონდა ჩართული, რა დროსაც ფეხბურთელები საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელების მიმართ შემდეგ შეურაცხმყოფელ შეძახილებს სკანდირებდნენ:

"მისმინე და გაავრცელე, ისინი თამაშობენ საფრანგეთში, მაგრამ ყველა ანგოლიდანაა. კარგად სირბილს აპირებენ, მოსწონთ ტრანსგენდერების გაჟ***ვა, როგორც მბაპეს, მათი დედა ნიგერიელია, მამა კამერუნელი, მაგრამ პასპორტში ფრანგი უწერიათ".

"ჩელსიში" ენცოს ფრანგმა თანაგუნდელებმა აქსელ
დისასიმ, უესლი ფოფანამ და მალო გუსტომ არგენტინელს "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმეს.

"ფეხბურთი 2024 წელს, აშკარა რასიზმი", - დაწერა ფოფანამ.

"სამწუხარო და გულისამრევია", - ეს კი "ბარსელონას" ფრანგი მცველის, ჟიულ კუნდეს სიტყვებია.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება თავად ენცო ფერნანდესმაც გაავრცელა.

"მინდა გულწრფელი ბოდიში მოგიხადოთ ჩემს "ინსტაგრამგვერდზე" გავრცელებული ვიდეოსთვის. სიმღერა შეურაცხმყოფელ სიტყვებს შეიცავს.

მე დისკრიმინაციის წინააღმდეგი ვარ. ბოდიშს ვიხდი შექმნილი სიტუაციის გამო. ეს ვიდეო არ ასახავს ჩემს რწმენასა და ხასიათს", - დაწერა ფერნანდესმა სოციალურ ქსელში.

alt"მოსწონთ, რომ ტრანსგენდერებს ჟიმ****ნ, მათი მამა კამერუნიდანაა, დედა ნიგერიელი" - რასიზმი და შეურაცხყოფა ფრანგების მიმართ... არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები დიდ სკანდალში გაეხვნენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 22 /
აღარ დამთავრდა ეს სკანდალ-მანია ამ საიტზე, ბიჭოო, ის დაწერეთ რომ ლეგენდები ნელ-ნელა უკვე ემშვიდობებია საფეხბურთო კარიერებს და ბოლო თამაშებს თამაშობენ უმაღლეს საფეხბურთო ფორუმებზე!!! აგერ დი მარიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა, უმაღლესი კლასის ოსტატი ყველა კლუბსა თუ ნაკრეში, მაგრამ ყველგან ჩრდილში მყოფი, თუმცა ყველგან გადამწყვეტი როლის შემსრულებელი, არგენტინის ნაკრებმა მის გარეშე წააგო 2014 მ.ჩ. ფინალი, ხოლო მისი გოლებით მოიგო ოლიმპადა 2008, 2021 კოპა ამერიკა, 2022 მსოფლიო, მაგრამ ყველგან მეორე იყო არგენტინაში მესი დახვდა, რეალში რონალდუ, პსჟ-ში მპაპე!!! კარგით რა, ფეხბურზე ილაპარეკეთ და არა ვინ ვის ლოგინში როდის და სად ჩაგორდა და რაფერის ბავშვი გააგორა მერე. დი მარია, მალე ალბათ მესი და რონალდუც დაამთავრებენ და დამთავრდება ერთი დიდი ეპოქა, რომელიც მართლა საოცარი ზღაპრის გმირებივით მოგვაგონდებიან, თუმცა ცხოვრება გრძელდება და ახალ ვარსკვლავებსაც ვიხილავთ, თუმცა ესენი ძალიან დიდები არიან და ნურც მბაპე ნურც ლამინი და კიდევ სხვები ნუ გაეტოლებიან, თუმცა დრო ახალგაზრდებზე მუშაობს და წარმტებები მათ მომავალში
ზაკო
10:40 18-07-2024
1
რასისტული რა არის ამაში? ტყუილი რა თქვა - ზოგი ანგოლიდან არის, ზოგის ფესვები კამერუნიდან და საფრანგეთის ნაკრებში თამაშობენ. ანუ რა გამოდის - ანგოლიდან და კამერუნიდან რომ აეიან წარმოშობით, ეგ არის მათთვის შეურაცხყოფა? და მბაპე ტრანსგენდერს რომ ხვდებოდა ეგ ფაქტი თუ დასამალია, ეგ არ არის ხომ ჰომოფობია და არა ის ამას თუ იტყვის ენცო. რა მარაზმშია ეს ვითომ ლიბერალური მსოფლიო.
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული