აღსანიშნავია, რომ ეს ფეხბურთელისთვის იტალიის საზღვრებს გარეთ პირველი გუნდი იქნება. ბონავენტურა ადრე "ატალანტასა" და "მილანში" თამაშობდა, მისი ბოლო ნავსაყუდელი კი "ფიორენტინა" გახლდათ, რომელიც ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
გასულ სეზონში მან ფლორენციელთა ფორმა ყველა ტურნირზე 43 შეხვედრაში მოირგო, სადაც 8 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.