პირველად იტალიის საზღვრებს გარეთ - ბონავენტურა კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

AutoSharing Option
34 წლის იტალიელი ნახევარმცველი ჯაკომო ბონავენტურა კარიერას საუდის არაბეთის კლუბ "ალ შაბაბში" გააგრძელებს. ფეხბურთელმა 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, კიდევ 1 წლით გახანგრძლივების პერსპექტივით და სეზონში 4 მილიონი ევროს ოდენობის გასამრჯელოსაც მიიღებს. 

აღსანიშნავია, რომ ეს ფეხბურთელისთვის იტალიის საზღვრებს გარეთ პირველი გუნდი იქნება. ბონავენტურა ადრე "ატალანტასა" და "მილანში" თამაშობდა, მისი ბოლო ნავსაყუდელი კი "ფიორენტინა" გახლდათ, რომელიც ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. 

გასულ სეზონში მან ფლორენციელთა ფორმა ყველა ტურნირზე 43 შეხვედრაში მოირგო, სადაც 8 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული