მან კონტრაქტი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე გააფორმა. ლუჩესკუმ კარიერის განმავლობაში არაერთ გუნდში იმუშავა, ჩვენთვის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი კი დონეცკის "შახტარსა" და კიევის "დინამოში" იყო.
რუმინეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ედვარდ იორდანესკუ წვრთნიდა, რომელმაც გუნდი მერვედფინალში გაიყვანა, თუმცა მან ევრო 2024-ის შემდეგ პოსტი დატოვა.