ლუჩესკუ არ ჩერდება - 79 წლის ასაკში თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრები ჩაიბარა

AutoSharing Option
ცნობილმა რუმინელმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ 79 წლის ასაკში თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრები ჩაიბარა.

მან კონტრაქტი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე გააფორმა. ლუჩესკუმ კარიერის განმავლობაში არაერთ გუნდში იმუშავა, ჩვენთვის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი კი დონეცკის "შახტარსა" და კიევის "დინამოში" იყო.

რუმინეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ედვარდ იორდანესკუ წვრთნიდა, რომელმაც გუნდი მერვედფინალში გაიყვანა, თუმცა მან ევრო 2024-ის შემდეგ პოსტი დატოვა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
სად წერია უთამაშაო? წერია იმუშავა, რას ბოდიალობთ
დკ
21:05 06-08-2024
0
"ლუჩესკუმ კარიერის განმავლობაში არაერთ გუნდში ითამაშა, ჩვენთვის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი კი დონეცკის "შახტარსა" და კიევის "დინამოში" იყო"
.
რას წერთ არ უკვირდებით მაინც?!
sportall-ს
16:57 06-08-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული