პეტი: "ბარსელონა" "რეალს" წინააღმდეგობას ვერ გაუწევს

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა ემანუელ პეტიმ Football Spain-თან ინტერვიუში მადრიდის "რეალისა" და კატალონიის "ბარსელონას" შესახებ ისაუბრა.

ფრანგის თქმით, "ბლაუგრანა" "ბლანკოსს" წინააღმდეგობას ვერ გაუწევს.

"ბარსელონასა" და "რეალის" შემადგენლობების ნახვის შემდეგ, ნათელია, რომ "ბლაუგრანა" "ბლანკოსს" წინააღმდეგობას ვერ გაუწევს. "ბარსას" ასაკოვანი ფეხბურთელები - ლევანდოვსკი და გიუნდოგანი ჰყავს. რა თქმა უნდა, ისინი გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან, თუმცა არა სამომავლოდ.

საპირისპიროდ "რეალმა" კილიან მბაპე დაიმატა. შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავთ. "ბარსელონას" მათთვის წინააღმდეგობის გაწევა ძალიან გაუჭირდება.

ჩემი აზრით, "რეალი" ლა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტია", - განაცხადა პეტიმ.

 

altპეტი:

კლოპი თუ ვენგერი? - პასუხი მარტივია

alt"გასახდელში სიტუაცია ფულის გამო ირევა ხოლმე" - პეტიმ პერესს რჩევა მისცა
 

მკითხველის კომენტარები / 1 /
პეწია თუ Fეძია.
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული