მატჩის ყველაზე სკანდალური ეპიზოდი კი საფინალო სასტვენის შემდეგ დაფიქსირდა. პოლონური გუნდის მთავარი მწვრთნელი გონსალო ფეიო დანიელ გულშემატკივართან მიიჭრა და უხამს ჟესტებს აჩვენებდა.
"არავის მივცემ უფლებას, "ლეგიას" შეურაცხყოფა მიაყენოს. შემიძლია, ჩემი სიცოცხლე ამ კლუბისთვის გავრისკო. ჩვენ სიკვდილამდე ვიბრძოლეთ", - განაცხადა ფეიომ მატჩის შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ ეს ფეიოსთვის პირველი სკანდალური საქციელი არ იყო. პორტუგალიელი
თავის წინა გუნდ, "მოტორ ლუბლინში", პორტუგალიელს კლუბის პრეზიდენტთან ჩხუბი მოუვიდა, რის შემდგომაც სამსახური დაატოვებინეს.
საინტერესოა, რომ ერთი ხანობა ვაკო გვილიას "პერიოდში" ის პოლონურ "რაკუვში" მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ და შეხება ქართველ ფეხბურთელთანაც ჰქონდა.