შუა თითი და უხამსი ჟესტები მატჩის შემდეგ - ვინ არის გონსალო ფეიო, რომელიც ქართველ ფეხბურთელსაც ავარჯიშებდა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში პოლონურმა "ლეგიამ" დანიურ "ბრონდბიუს" ორი მატჩის ჯამში 4:3 სძლია. პირველი შეხვედრა ვარშაველებმა გასვლაზე 3:2 მოიგეს, სახლში კი 1:1 ითამაშეს და პლეი-ოფის საგზური მოიპოვეს.

მატჩის ყველაზე სკანდალური ეპიზოდი კი საფინალო სასტვენის შემდეგ დაფიქსირდა. პოლონური გუნდის მთავარი მწვრთნელი გონსალო ფეიო დანიელ გულშემატკივართან მიიჭრა და უხამს ჟესტებს აჩვენებდა.

"არავის მივცემ უფლებას, "ლეგიას" შეურაცხყოფა მიაყენოს. შემიძლია, ჩემი სიცოცხლე ამ კლუბისთვის გავრისკო. ჩვენ სიკვდილამდე ვიბრძოლეთ", - განაცხადა ფეიომ მატჩის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ ეს ფეიოსთვის პირველი სკანდალური საქციელი არ იყო. პორტუგალიელი
მანამდე ასევე პოლონურ "ვისლაში" მუშაობდა და დაცვის თანამშრომელს ეჩხუბა, რადგა VIP სექტორში აკრედიტაციის გარეშე არ უშვებდა.

თავის წინა გუნდ, "მოტორ ლუბლინში", პორტუგალიელს კლუბის პრეზიდენტთან ჩხუბი მოუვიდა, რის შემდგომაც სამსახური დაატოვებინეს.

საინტერესოა, რომ ერთი ხანობა ვაკო გვილიას "პერიოდში" ის პოლონურ "რაკუვში" მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ და შეხება ქართველ ფეხბურთელთანაც ჰქონდა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩვენებური ჯ.უღელი მეგონა. იმ ცნობილ ფოტოდან ))
გია_544
12:47 17-08-2024
4
ეს თითის ჩვენება როცა იცი დაცვაა და გულშემატკივარი ვერ მოგიახლოვდება ძალიან ლაჩრული ქცევაა თუ თავის გასაწირად მზად ხარ ასულიყავი ტრიბუნაზე და იქ გამოგყენებინა ეგ ხელები
სიმართლე
12:11 17-08-2024
5

სიახლეები პოპულარული