ესპანელის თქმით, ჯერჯერობით პრემიერლიგის მოგების მოტივაცია საერთოდ არ გააჩნია.
"როცა სეზონი დაიწყება, ჩვენი მიზანი ოთხეულში შესვლა იქნება. "ნიუკასლს" თამაში კვირაში ერთხელ მოუწევს და ისევ ისეთი ძლიერი გუნდია, როგორიც 2 წლის წინ.
"არსენალსა" და "ლივერპულზე" საუბარიც კი ზედმეტია. ვფიქრობ, პრემიერლიგის ტიტულისთვის ბრძოლას "მანჩესტერ იუნაიტედიც" შემოუერთდება.
"ტოტენჰემმა" სატრანსფერო ფანჯარაზე იაქტიურა და ენჯ პოსტეკოგლუმ იცის გუნდი როგორ გააუმჯობესოს. "ჩელსის" ჩამოწერაც არ შეიძლება...
ამ მომენტში პრემიერლიგის მოგების მოტივაცია საერთოდ არ გამაჩნია, ალბათ სეზონის დასრულებამდე 1 თვით ადრე ეს განწყობა შეიცვლება.
ახლა მთავარი კითხვაა დავამარცხებთ თუ არა "ჩელსის"? გასულ სეზონში ამის გაკეთება ვერ მოვახერხეთ, საუკეთესო ფორმაში კი ნამდვილად არ ვართ, თუმცა ეს ნორმალურია", - განაცხადა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" დაპირისპირება თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.
სილვა: გვარდიოლამ მითხრა, რომ პენალტებს აღარ შევასრულებ
Todo Fichajes: "სიტი" კვარაცხელიათი ისევ დაინტერესდა - გვარდიოლას ქართველის თამაში ძალიან მოსწონს
"გვარდიოლამ ეს მასწავლა" - მესიმ ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა