"ნაპოლიმ" ნერეშის ტრანსფერი შეათანხმა

AutoSharing Option
"ბენფიკას" გარემარბი დავიდ ნერეში კარიერას "ნაპოლიში" გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ბრაზილიელი შემტევი ნეაპოლში დღეს ღამით ჩაფრინდება, ხვალ კი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და "პარტენოპეისთან" კონტრაქტს გააფორმებს.

"ბენფიკა" "ნაპოლისგან" 30 მილიონ ევროს და დამატებით ბონუსებს მიიღებს.

შეგახსენებთ, ნერეშმა გასულ სეზონში "არწივების" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 35 მატჩი გამართა, თავი კი 5 გატანილი გოლითა და 10 საგოლე პასით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
პორტუგალიის ჩემპიონატზე 35 თამაშში 5 გოლი და 10 ასისტი და 30 ლიმონად ყიდულობს სულელი ლაურენტისუ, ამას ჰგონია ვინმეს კიდევ გადაეყრება, ვინც კვარასავით გაუმართლებს, ვერ ხვდება, რომ ასეთი გამართლება ეპოქაში ერთხელ ხდება. თუმცა იმ წრთადერთისთვის ნორმალური ხელფასი რომ დაენანოს, ესეც მოსულა ამავე დროს! მეორეხარისხოვანი ან მეორადი ფეხბურთელები + კვარა! ესაა ნაპოლი! გაიქეცი, ბიძიკო, მაქედან. პირველივე შანსი გამოიყენე!
qomagi
16:43 18-08-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული