"ოსიმენმა 2 მილიონი არაფერში მიიღო, კონტემ უნდა გამოიყენოს" - იტალიელმა ჟურნალისტმა ნიგერიელზე ისაუბრა

AutoSharing Option
სერია A-ს პირველ ტურში "ნაპოლისა" და "ვერონას" მატჩის (0:3) შემდეგ ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო კონდომ Repubblica-სთან ინტერვიუში "პარტენოპეის" ფორვარდის ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, ნიგერიელს "ნაპოლის" დატოვება სურს, ამიტომ ძირითადი გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობს და კლუბის გადაწყვეტილებით, ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობას არ იღებს.

კონდოს თქმით, ეს სიტუაცია უნდა შეიცვალოს და ანტონიო კონტეს მოედანზე ვიქტორ ოსიმენის გამოყენების უფლება უნდა მიეცეს.

"ნაპოლის" გუშინდელი საშინელი მატჩის შემდეგ შეუძლებელია, რომ ოსიმენი კვლავ ტრიბუნაზე დარჩეს და ამაში თვეში მილიონი ევრო მიიღოს. ეჭვგარეშეა, რომ ამ მომენტში ვიქტორის სანაცვლოდ
მის გამოსასყიდ თანხას, 130 მილიონ ევროს არცერთი კლუბი არ გადაიხდის.

თუ პსჟ შეთავაზებას გააკეთებს, რისი ალბათობაც დაბალია, რადგან ლუკმენის გაფორმებასთან ახლოს არიან, 130 მილიონ ევროსთან ახლოსაც კი არ იქნება. სანამ დე ლაურენტისი გადაწყვეტილებას მიიღებს, კონტეს ოსიმენის გამოყენების უფლება უნდა მიეცეს", - განაცხადა კონდომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" ჩემპიონატში მორიგ მატჩს 24 აგვისტოს, შინ, "ბოლონიას" წინააღმდეგ გამართავს.

alt"ფანებს ბოდიშს ვუხდი, ეს პრობლემები ადვილად ვერ მოგვარდება, რაც შეეხება "კვარას"..."- რა თქვა კონტემ "ვერონასთან" მარცხის შემდეგ?

altხვიჩა მწყობრიდან გამოიყვანეს - "ნაპოლიმ" სერია A საშინელი მარცხით დაიწყო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
გუშინდელმა თამაშმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ნაპოლი კვარასა და ოსიმენის გარეშე უსახურ-უსუსური და არაფრის მაქნისი გუნდია
სოსო
18:06 19-08-2024
0
ჩვენ არ ვიცით, თვეში რამდენი მილიონი ევრო მიიღო ოსიმენმა. შეიძლება, კონტრაქტში არის პუნქტი, რომ არ მიიღებს სრულ ხელფასს, თუ არ ივარჯიშებს სრული დატვირთვით და არ ითამაშებს.
თან აურელიოს ეშინია, რომ ოსიმენი ტრავმას მიიღებს, და ამიტომაც არ იყენებს.
რეალობა
15:27 19-08-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული