"ლივერპულმა" შეთავაზება გაზარდა - მამარდაშვილი "მერსისაიდულ" კლუბში გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია

AutoSharing Option
"ლივერპულმა" მამარდაშვილის სანაცვლოდ "ვალენსიას" გაუმჯობესებული შეთავაზება გაუკეთა, ამის შესახებ ინფორმაციას Relevo ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ღამურებმა" "სქაუზრების" 30 და 35 მილიონიანი შეთავაზებები დაბლოკეს, რადგან ესპანური კლუბი 40 მილიონს ითხოვს.

გამოცემის ინფორმაციით, "ლივერპული" აღნიშნული თანხის გადახდაზე თანახმაა და "ვალენსიას" შეთავაზებაც გაუგზავნა, თუმცა "ღამურების" პასუხი ჯერჯერობით უცნობია.

გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ "ბორნმუთს", სადაც "მამარდას" განათხოვრებას "მერსისაიდელები" გეგმავენ, სიტუაციის რაც შეიძლება სწრაფად გარკვევა სურთ, წინააღმდეგ შემთხვევაში "ალუბლები" არჩევანს სხვა მეკარეზე შეაჩერებენ.

Relevo-ს ინფორმაციით, "ლივერპულის" წინადადებაზე "ვალენსიას" პასუხი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

altMarca: მამარდაშვილი ასე

ახლოს, მაგრამ ასე შორს "ლივერპულთან"

altThe Mirror: "მანჩესტერი" მამარდაშვილის შეძენას სანჩოს გაყიდვის შემთხვევაში შეძლებს

altრა აფერხებს მამარდაშვილის "ლივერპულში" ტრანსფერს? - Relevo განმარტავს

მკითხველის კომენტარები / 7 /
გადავიდა ლივერპულში გიო გადაწყვეტილი ამბავია!!! ერთი წელი იჯარით ვალენსიაში დარჩება და 2025 წელს შეუერთდება ლივერპულს. გილოცავთ ძალიან მაგარია.
kesha
17:37 20-08-2024
2
თუ დამიჯერებ მამარდაშვილო მომავალ წელს ნოიერი რო წავა წადი ბავარიაშიი დამიჯერე..
სიმართლე
14:58 20-08-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული