"მეტოქის საჯარიმოსთან არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს" - მარესკამ მუდრიკზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ენცო მარესკამ უკრაინელ შემტევ მიხაილო მუდრიკზე ისაუბრა.

იტალიელი სპეციალისტის თქმით, მუდრიკი ბურთით მეტოქის საჯარიმოსთან არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს და ამაზე უნდა იმუშაოს.

"მიხაილო უნიჭიერესი ფეხბურთელია, მას ჩვენს გუნდში კარგი და ცუდი მომენტები ჰქონდა. თუ უფრო სტაბილური გახდება, კარიერაში ერთი ნაბიჯით წინ წაიწევს.

ჩვენ მის გვერდით ვიქნებით და ვეცდებით, რომ დავეხმაროთ. მეტოქის საჯარიმოსთან არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს და ამაზე უნდა იმუშაოს. მისი არადამაჯერებელი თამაში სწორედ ამ ხარვეზის გამოა", - განაცხადა მარესკამ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
და ტოპ კლასი რაღას ნიშნავს, თუ ეს ყველაფერი გამოსასწორებელი აქვს? თუ მხოლოდ სისწრაფეშია ტოპ კლასის
მერაბი
20:13 23-08-2024
0
შეიძლება ვინმე არ დამეთანხმოს, მაგრამ მუდრიკი ტოპ კლასის ფეხბურთელია. უბრალოდ საჭიროა გამოასწოროს სუსტი კომპონენტები: თავით თამაში, მარჯვენა ფეხით დარტყმა, მეტოქის საჯარიმოში პოზიციის შერჩევა, ზუსტი პასები, დაცვის დახმარება, კონტრშეტევისას შეტევის სწორი განვითარება, თანაგუნდელებთან შეთამაშება, სივრცეების შევსება.
გივი
17:24 23-08-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული