საქართველოს ნაკრებში რომ არ ეთამაშა - ანტალ იააკობიშვილს უნგრეთის ეროვნულ გუნდში უხმეს

AutoSharing Option
15 ივლისს Geo Team-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ჟირონას" 20 წლის ცენტრალური მცველი ანტალ იააკობიშვილი (სიმაღლე 193 სმ) საქართველოს ნაკრებში თამაშს განიხილავს, თუმცა ეს შეიძლება არ მოხდეს.

ანტალ იააკობიშვილი 7 სექტემბერს გერმანიასთან და 10 სექტემბერს ბოსნია და ჰერცეგოვინასთან ერთა ლიგის მატჩებისთვის უნგრეთის ნაკრების მწვრთნელმა მარკო როსიმ გამოიძახა და თუ რომელიმე შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს, შემდგომში "ჯვაროსნების" რიგებში ასპარეზობის უფლება არ ექნება.

მადიართა თავკაცმა განაცხადა, რომ მისთვის მთავარია, ფეხბურთელს კლუბში სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს. იააკობიშვილმა ყველა წინასასეზონო სპ
არინგში მიიღო მონაწილეობა, ოფიციალურ მატჩებში თავის წარმოჩენის შანსი არ ეძლევა, თუმცა ახალგაზრდებზე იმედებს ამყარებს და ანტალის ეროვნულ გუნდში გამოძახების დრო დადგა.

როგორც ჩანს, მისი უნგრეთის ეროვნულ გუნდში ხმობის განსაკუთრებული აუცილებლობა არ არსებობდა, მაგრამ უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციამ თავი დაიზღვია და პრევენციულ ზომას მიმართა.

ანტალი უნგრეთშია დაბადებული, ამ ქვეყნის ასაკობრივი ნაკრებების წევრი იყო, მისი ძმა, აარონ იააკობიშვილი კი "ბარსელონას" დუბლების მეკარეა.

მკითხველის კომენტარები / 31 /
ღმერთმა ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს და ეწეოდეს დღევანდელი დღის მადლი და ძალა ამინ
კაკო
19:03 28-08-2024
1
არ უნდა და ნუ უნდა უსუნოს ორბანს, ტოჟე მნე ფერენც პუშკაშ.
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული