დიდი ტრაგედია კოპა ლიბერტადორესის მატჩის შემდეგ - "ნასიონალის" ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაყვანიდან ოთხი დღის მერე გარდაიცვალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ურუგვაის კლუბმა "ნასიონალმა" სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა და გვაუწყა, რომ გუნდის 27 წლის მცველი ხუან იზკიერდო გარდაიცვალა.

ის 23 აგვისტოს "სან პაულოსთან" კოპა ლიბერტადორესის გასვლით შეხვედრაში მატჩის ბოლოსკენ მოედანზე დაეცა და გონი დაკარგა, რის შემდეგაც სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

4 დღის შემდეგ კი, სამწუხაროდ, ფეხბურთელს არითმიის გამო გული გაუჩერდა და გარდაიცვალა.

"ნასიონალმა" ამ დიდ ტრაგედიაზე ღრმა მწუხარება გამოთქვა და განცხადებაში კლუბმა აღნიშნა, რომ იზკიერდო მათ გულებში სამუდამოდ დარჩება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული