"გეტყვით, რატომ არის განსაკუთრებული... ამ ბიჭის გამო ცეცხლში შევალ" - კონტემ ლუკაკუზე ისაუბრა

AutoSharing Option
ხვალ, 31 აგვისტოს, სერია A-ს მესამე ტურში, "ნაპოლი" "პარმას" უმასპინძლებს. "პარტენოპეის" მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს მატჩისწინა ინტერვიუში გუნდის ახალწვეულის, რომელუ ლუკაკუს შესახებ ჰკითხეს.

"დიდი იმედი მაქვს, ხვალ ჩემს განკარგულებაში იქნება. რა აქვს მას განსაკუთრებული? ის არის ფორვარდი, რომელსაც სრულიად განსხვავებული თვისებები აქვს. როგორც წესი, ფიზიკურად ძლიერი ფორვარდები ნელა დარბიან და მათი გამოყენება მხოლოდ მეტოქის საჯარიმოში შეიძლება.

ლუკაკუ ამერიკული ფეხბურთის მოთამაშეს მაგონებს. მაღალი, ფიზიკურად დიდი და ძლიერი, მაგრამ ძალიან სწრაფი. მისი დახმარებით, შეტევაში უფრო მრავალმხრივები გავხდებით. რომელუ მოედანზე ცარიელ სივრცეებს იდეალურად
ითვისებს და მეტოქეს ზიანს აყენებს. სწორედ ამ თვისებების გამო მივიჩნევ მას განსაკუთრებულ ფეხბურთელად.

მის გამო ცეცხლში შევალ. რომელუ თავადაც აცნობიერებს, თუ რამხელა პასუხისმგებლობა აკისრია ჩემ წინაშე. ასევე არ უნდა დაგვავიწყდნენ ჯაკომო რასპადორი და ჯოვანი სიმეონე. ახლა შეტევით ხაზში დიდი არჩევანი მაქვს" - განაცხადა კონტემ.

შეგახსენებთ, "ნაპოლიმ" ლუკაკუ 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ჩელსიდან" დაიმატა.

altოფიციალურად - ლუკაკუ "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდა და "პარმასთან" ითამაშებს

altლუკაკუ იტალიაშია და სამედიცინო შემოწმებას გადის - ნახეთ, როგორ დახვდნენ მას "ნაპოლის" ფანები [VIDEO]

altკვარაცხელიაზე გაცილებით მეტი - რა ანაზღაურებას მიიღებს ლუკაკუ "ნაპოლიში" გადასვლის შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩემი რჩევა იქნება: სომხური ქომაგი მაგივრად ქართულს თუ გამოიყენა კარგი იქნება,ქომაგი ქართულად დამხმარე არის.ან კიდე გულშემატკივარი,როგორც კოტე მახარაძე იტყოდა.
გიო
16:55 30-08-2024
5
არ გინდა ეგეთები, დე ლაურენტისთან სამწლიანი გაქვს გაფორმებული და საფეხბურთო თვალსაზრისით, მაგაზე მეტად ცეცხლში შესვლა წარმოუდგენელია... ისე, ნაპოლის ფანატიკოს ქომაგებსაც თუ გაითვალისწინებ, ერთ-ორი ცეცხლმაქრი მართლა არ გაწყენდა...
დდდ
15:00 30-08-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული