
31 წლის თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ "ჩელსიდან" "ნაპოლიში" გადავიდა, - იტყობინება ნეაპოლური კლუბის საიტი.
"კეთილი იყოს შენი მობრძანება, რომელუ", - წერს "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი "ტვიტერზე".
ბელგიელს კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს. მის ტრანსფერში "ჩელსი" 30+5 მილიონ ევროს მიიღებს.
გასულ სეზონში რომელუ იჯარით "რომაში" თამაშობდა, რომლის რიგებში სერია A-ს 32 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ლუკაკუს დებიუტი 31 აგვისტოს "პარმასთან" საშინაო შეხვედრაში შედგება, თუმცა ჯერ არაა გარკვეული, მწვრთნელი ანტონიო კონტე სასტარტოში დააყენებს თუ შეცვლაზე შეუშვებს.