კვარაცხელიაზე გაცილებით მეტი - რა ანაზღაურებას მიიღებს ლუკაკუ "ნაპოლიში" გადასვლის შემდეგ

AutoSharing Option
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ნაპოლი" და "ჩელსი" ლონდონელთა ბელგიელი ფორვარდის რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე შეთანხმდნენ.

"პარტენოპეი" "არისტოკრატებს" 30 მილიონს გადაუხდის, რასაც შემდგომაში 15 მილიონიც დაემატება და თავად გამოცდილ ფორვარდს 3-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს.

იტალიელი გავლენიანი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ირწმუნება, რომ ლუკაკუს ანაზღაურება ბონუსების ჩათვლით "ნაპოლიში" სეზონურად 8 მილიონი ევრო იქნება.

საინტერესოა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "პარტენოპეი" ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგლძრივების შემდეგ ბონუსებით 6 მილიონ ევროს გადაუხდის.
მკითხველის კომენტარები / 20 /
ოღონდაცა რა, რა თავს იგიჟებთ 6 ლიმონს აიღებს თუ 8-ს საკუთარი შემოსავლები ხო გაქვთ უხვად და ხვიჩას ხელფასზე დარდობთ. მიხედავს თავის თავს.
ნინა
00:05 27-08-2024
2
ხვიჩა მარტო აღარ ხარ ძმაო, ბავშვები გყავს უკვე სარჩენი, ფული დაადებინე მაგათ, დიდი ფული.
მეგრელი
20:39 25-08-2024
2

სიახლეები პოპულარული