რომანო: "ალ აჰლი" და "ნაპოლი" ყველა დეტალზე შეთანხმდნენ - ოსიმენს არაბეთში სამედიცინო შემოწმებაზე ელოდებიან

AutoSharing Option
ვიქტორ ოსიმენი, დიდი ალბათობით, კარიერას საუდის არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ალ აჰლი" და "ნაპოლი" ყველა დეტალზე შეთანხმდნენ. არაბული კლუბი "პარტენოპეის" ნიგერიელის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს გადაუხდის, თავად ოსიმენი კი "ალ აჰლისთან" 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ხელფასის სახით კი 25-30 მილიონ ევრომდე გამოიმუშავებს.

ამ შეთავაზებაზე ოსიმენის პასუხი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ტრანსფერის შანსს ზრდის ის გარემოებაც, რომ "ალ აჰლი" ვიქტორის მთავარ მოთხოვნას, კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტის ჩადებასაც დათანხმდა.

რომანოს ცნობით, არაბული კლუბი ოსიმენს სამედიცინო შემოწმებაზე ელოდება.

შეგახსენებთ,
ფეხბურთელით "ჩელსიც" ინტერესდება, თუმცა "ლურჯებს" ოსიმენის დამატება მხოლოდ იჯარის წესით სურს.

altFinita La Commedia - ოსიმენი მიდის იქ, სადაც ჯუღელმა უწინასწარმეტყველა?

altოსიმენი ფასდაკლებით - ვიქტორს პსჟ-ში უნდა, მაგრამ უნდა კი ის პარიზულ კლუბს?

alt"ოსიმენი ნობათი კი არაა, საფოსტო გზავნილივით გააგზავნონ" - ვიქტორი და მისი აგენტი გაჯიუტდნენ

მკითხველის კომენტარები / 6 /
არა, გულზე ხელი დაიდეთ და რომელი დასცინით ოსიმენს? ნაპოლიში ხელფასი გამოივაჭრა ტიპმა, კვარაზე 5-ჯერ მეტს იღებს, თან წელს წესიერად არ უთამაშია. არაბეთში მიდის ისეთი ხელფასით, კვარას განახლებული 5-6 მლნ. vs 25 მლნ. წლიურად. ანუ ეხლაც დღესღდეობით რასაც კვარამ აიღო 5-6 თვეში, მაგდენივე აიღო ოსიმენმა 1 თვეში მხარ-თეძოზე წამოწოლილმა. კვარას რასაც მომდევნო 5 წელიწადში აიღებს, მაგას მისცემენ 1 წლიან გასეირნებაში არაბეთში და თუ მობეზრდა ეგაც, იქაც წამოსვლის მექანიზმზე შეთანხმდა. ხოდა რა ვიცი, ოსიმენია შტერი და მისი აგენტი თუ ჯუღელი და....
გიორგი
13:41 30-08-2024
4
მაგარი აგენტი ჰყავს ვიქტორს!
თან 40 მილიონი წელიწადში.
თან 50 მილიონი გამოსასყიდი ფასი.
თან პუნქტი კონტრაქტში, რომ მომავალ წელს შეუძლია ევროპაში დაბრუნება და გუნდი ხელს არ შეუშლის...

ვინ უფრო დასაცინია ვიქტორი თუ ჯ.უღელი ?
გია_544
13:27 30-08-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული