"კარგი იქნებოდა ოსიმენი რომ გაგვეყიდა... ლუკაკუს გოლის შემდეგ ფეხბურთელებს მოვთხოვე, რომ..." - რა თქვა კონტემ "პარმასთან" შეხვედრის შემდეგ

AutoSharing Option
სერია A-ს მესამე ტურში "ნაპოლიმ" "პარმა" დაძაბულ შეხვედრაში 2:1 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ჩემმა გუნდმა ხასიათი გამოავლინა, ლუკაკუს გოლის შემდეგ ფეხბურთელებს მოვთხოვე, რომ ნახევარდაცვაში დაბრუნებულიყვნენ და შეტევები გაეგრძელებინათ.  მეტოქე შესანიშნავად გამოიყურებოდა, მათ ბევრი კარგი მოთამაშე ჰყავთ, რომლებმაც ზეწოლის ქვეშ თითქმის უშეცდომოდ ითამაშეს. 

მიუხედავად გამარჯვებისა, ბევრი რამის უკეთ გაკეთება შეგვეძლო. ვიცით, რომ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. 

დღეს სათადარიგოთა სკამზე ნახევარმცველები არ მყავდა, სწორედ ამიტომ ანგისას და ლობოტკას შეცვლა ვერ შევძელი. ვლოცულობდი, რომ მათ ტრავმები არ
მიეღოთ, ან მსაჯს მოედნიდან არ გაეძევებინა. 

ძლიერი ფეხბურთელები შევიძინეთ, ვეცადეთ პრობლემური პოზიციები მაქსიმალურად გაგვეძლიერებინა და კლუბის მუშაობით კმაყოფილი ვარ. კარგი იქნებოდა ოსიმენი რომ გაგვეყიდა, რადგან ამ შემთხვევაში უფრო გავძლიერდებოდით", - განაცხადა კონტემ.
მკითხველის კომენტარები / 11 /
მეკარე რომ არ გაეძევებინათ თამაში წაგებული იყო. აბა მითხარით მაგ ბურთებიდან, რომელს გაუშვებდა იაპონელი? უფრო საშიში ბურთის დარტყმა კი ნაპოლიმ ვერ მოახერხა თუ არა, ყველა გავიდოდა. ასე, რომ ძალიანაც ნუ დაიმშვიდებ თავს ბატონო კონტე და შემდეგ თამაშებში განსაკუთრებით დაცვას მიხედე, დაცვას.
ჟორა გაბრიჭიძე
16:55 01-09-2024
0
ჯერ ერთი, პარმა ცუდი გუნდი არ არის - მილანში გასვლითი თამაში მოიგო, მეორეც, ნაპოლიმ, კარგ თამაშს ვერ დავარქმევ, მაგრამ, წინა სეზონთან შედარებით, უკეთესი თამაში აჩვენა. გუნდი რომ უკეთესობისკენ მიდის ფაქტია... ნერეში კარგი ბიჭი ჩანს, დიდი ალბათობით, პოლიტანოს ამოაგდებს ძირითადიდან, ლუკაკუც აკრიფავს ტემპს და რასპადორ-სიმეონეს იმედზე აღარ იქნება ნაპოლი. მალე კარგი შოტლანდიელი ნახევარმცველი მაკტომინეიც შეუერთდებათ და, იმედია , სამეულისთვის ბრძოლა შეეძლებათ...
ბესო
15:58 01-09-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული