სტამბოლში საგიჟეთია - ოსიმენის შესახვედრად აეროპორტში ათასობით გულშემატკივარი მივიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვიქტორ ოსიმენი "გალათასარაიში" იჯარით გამოსყიდვის უფლების გარეშე გადადის, იქამდე კი "ნაპოლისთან" 2026 წლამდე მოქმედ კონტრაქტს ერთი წლით გაახანგრძლივებს, რათა გაისად ნეაპოლური კლუბისთვის გასაყიდად მისი ფასი არ დაეცეს. ასეთ შემთხვევაში "კლაუსულა" 130 მილიონი ევროდან 80 მილიონამდე შემცირდება.

საიჯარო ხელშეკრულებაში სპეციალური პუნქტი იქნება შეტანილი, რომლის მიხედვით, თუ ოსიმენი ზამთარში რომელიმე სხვა კლუბისგან კარგ შეთავაზებას მიიღებს, "გალათასარაის" გარკვეული კომპენსაციის სანაცვლოდ დატოვება შეეძლება.

Sportall.Ge

"გალათასარაის" გულშემატკივრები ოსიმენის გადაბირებამ ჭკუიდან გადაიყვანა. ტელევიზიით გამოსვლისას ჟურნალიტმა რასიმ ოზანმა სახეზე ნიღაბი გაიკეთა, ასე მიესალმა ფანებს და მიულოცა ნიგერიელის დამატება.

ოსიმენი დღეს ჩაფრინდება სტამბოლში და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. აეროპორტში მის შესახვედრად ათასობით გულშემატკივარია შეკრებილი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული