ის ბოლოჯერ თავისი ქვეყნის ღირსებას 7 სექტემბერს დაიცავს, როდესაც ურუგვაის ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში პარაგვაის უმასპინძლებს.
სუარესი ეროვნული გუნდის ღირსებას 2007 წლიდან იცავდა და ამ დროიდან მოყოლებული, ჩატარებულ 142 შეხვედრაში თავი 69 გოლით გამოიჩინა.
უკვე გაირკვა, რომ სუარესის სახით მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატს დიდი ვარსკვლავი დააკლდება, მაგრამ გუშინ მასზე უფრო სახელოვანმა კრიშტიანო რონალდომაც განაცხადა, რომ ჯერ არ იცის, ითამაშებს თუ არა 2026-ში