ოსიმენი "გალათასარაიში" გადავიდა - პირობები ცნობილი გახდა

AutoSharing Option
"გალათასარაიმ" "ნაპოლისგან" თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი ერთი სეზონით იჯარით აიყვანა. მას ხელფასს, 11 მილიონ ევროს, სრულად ამჟამინდელი კლუბი გადაუხდის.

გაფორმებული ხელშეკრულება, სხვა კლუბის მიერ ზამთარში შეთავაზების შემთხვევაში, ოსიმენის "გალათასარაიდან" წასვლას არ ითვალისწინებს.

ახალ გუნდში ვიქტორი 45-ნომრიანი მაისურით ითამაშებს და მომავალი წლის ზაფხულში სტამბოლურ კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნება.

თუ "ნაპოლიმ" ნიგერიელი გაისად ვერ გაყიდა, კონტრაქტს 2027 წლის ზაფხულამდე გაუგრძელებს.

"გალათასარაის" ჩემპიონატზე 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 4 ტურის შემდეგ 9 ქულით მეორე ადგილზეა და 14 სექტემბერს "რიზესპორს" უმასპინძლებს. ეს გუნდი ევროპა
ლიგაზე მიიღებს მონაწილეობას.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ოოუუფფ წამოკრეს ხელი იან ბოიზს!! ხომ არ დაგავიწყდათ რომ ეს კლუბი იმ შვეიცარიის ჩემპიონია,რომელიც დღეისათვის ფიფას რეიტინგით მე-12 და შავი დღე აყარა იტალიის ნაკრებს გასულ ევროზე,ხოლო ნაპოლი ამ იტალიის მხოლოდ მე-10 გუნდია, მეტის თქმა შეიძლება გალათასარიაზე, რომელიც იმ თურქეთის ნაკრების საბაზო გუნდია,რომელმაც მეოთხედფინალამდე უწია იგივე ევროზაე,თანაც ჩვენც 3-1 მოგვიგეს და საერთოდ ფეხი არ გაანძრევინეს ჩვენს კვარას,რომლის გამო ასე შურით და ბოღმით აღვითქვამთ ოსიმენას შესახებ ყველა ნიუსს......რაც მთავარია შეადარეთ ერთმანეთს ნაპოლის და გალას ფინანსური შესაძლებლობები-ნაპოლიმ მაღალი ხელფასის გამო მოიშორა გუნდის უპირობო ლიდერი ოსიმენი, ხოლო გალა 11 მლ-ს უხდის იჯარით აყვანილ ფეხბურთელს-11 მილიონს, ე.ი.კვარაზე თითქმის 10-ჯერ მეტს...ხოდა ცოტა რეალურად შეხედეთ ამას ყველაფერს, გასაგებია კვარას გამოა ეს ვნებათაღელვა გამოწვეული, გასაგებია რომ ის ქართველია და ჩვენთვის უპირველესია, მაგრამ რეალობაა,რომ დღეისათვის არც კვარაა ოსიმენაზე ფასეული და არც ნაპოლია უკვეთესი კლუბი იან ბოისზე ან გალათასარიაზე....ეს მხოლოდ ჩემი-ილარიონ შუკაკიძის მოკრძალებული აზრია ამ კონკრეტულ მოვლენაზე და მეტი არაფერი, რომელიც შეიძლება არავისთვის იყოს საინტერესო.....სადღეგრძელოები,სურვილები,ბაქი-ბუქი და კვარა ვასკვლავი და მეგავასკვლავია...სხვა დროს..
10
ფაქტია ჩემპიონები რომ გახდნენ კვარა ოსიმენის წყვილი საუკეთესო იყო.თან ოსიმენი კაცურად ედგა გვერდში ახალწვეულ ხვიჩას.ამიტომ პატივს ვცემ ოსიმენს და წარმატებას ვუსურვებ.
ამაშია საქმე
10:32 05-09-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული